ფოტო, რის გამოც ყაზახეთის პრემიერი დააჯარიმეს

ყაზახეთის პრემიერი კარიმ მასიმოვი იმისთვის დააჯარიმეს, რომ ველოსიპედით  იმ ადგილას გაიარა, სადაც ტრანსპორტის ამ საშუალებას მოძრაობა აკრძალული აქვს. ინფორმაციას ინსტაგრამზე თავად პრემიერი ავრცელებს.

-„დაჯარიმება გამოიწვია ფოტომ, რომელზეც იმ ადგილზე ვარ გადაღებული, სადაც ველოსიპედით მოძრაობა არ შეიძლება“-წერს პრემიერი.

პრემიერს 10 605 ტენგას ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.

„კანონი და წესები ყველასთვის ერთია, კანონს ყველა უნდა ემორჩილებოდეს“-აცხადებს მასიმოვი.

პრემიერმა ჯარიმა გადაიხადა და დასამტკიცებლად სოციალურ ქსელში გადახდის ქვითარი ატვირთა.

კომენტარის დატოვება