ერევანი-გამოქცეული მეამბოხის ჩვენება

სომხეთის პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბოხებულებისგან გამოქცეული და სამართალდამცველებს ჩაბარებული ორი პიროვნება ყვება, თუ როგორ მოხვდნენ პოლიციის შენობაში.

-„დაბადების დღეს აღვნიშნავდით. მერე გვითხრეს, რომ ციხესთან უნდა მივსულიყავით, სადაც ჟირაირ სეფილიანი  იმყოფებოდა და რომლის გათავისუფლებასაც მოითხოვენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. შენობასთან გავიგონეთ სროლის ხმა და გავიქეცით, ასე მოვხვდით პოლიციის შენობაში, მერე იქიდან აღარ გამოგვიშვეს. გადავწყვიტეთ გვეთქვა, რომ მედიკოსების დახმარება გვჭირდებოდა, ვიფიქრეთ იქნებ მათ მაინც გამოვეყვანეთ, მაგრამ უარი გვითხრეს და ექიმები ჩვენამდე არ მოუშვეს. ზუსტად ვიცით, რომ იქ ახლაც არის სამი ადამინი, რომელთაც გამოსვლა უნდათ, მაგრამ არ უშვებენ. ჩვენ გამოვიქეცით“-განაცხადა ერთ-ერთმა ჩაბარებულმა.

კომენტარის დატოვება