“ალექსანდრე ინტელიგენტი კაცია, მის უსამართლოდ დაჩაგვრას არავის ვაპატიებთ” – ბრალდებები შსს–ს

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ერთ-ერთი მოქალაქის მეტად საგულისხმო პოსტი გამოქვეყნდა, პოსტმა არაერთი ფბ-მომხმარებლის ყურადღება დაიმხსახურა, რის გამოც პოსტს უცვლელად გთავაზობთ და აქვე მის ავტორთან ჩაწერილ მცირე ინტერვიუსაც წარმოგიდგენთ.
თავდაპირველად ია ჩხენკელის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს გაგაცნობთ – ,,ყველა კარგად იცნობთ ვერის უბნის კოლორიტს, ამ უძვირფასეს ადამიანს თავისი უსაყვარლესი ცუგოთი (ბელინსკის) კუთხეში სხედან ხოლმე და მოწყალებას ითხოვენ. დღეს შევესწარი ამაზრზენ ფაქტს – საპატრულო ეკიპაჟი აიძულებდა დაეტოვებინა იქაურობა, მე რაღათქმაუნდა იმ წუთას ჩავერთე !!! თავიდან ჩათვალეს რომ ერთი უბრალო სეირის მაყურებელი ვიქნებოდი და გადაწყვეტს დაბოლოება ვითომდა კანონი შემოიღეს, რომელიც კრძალავს მოწყალების მოთხოვნას, და თურმე ეკრძალებათ მათხოვრებს მათხოვრობა… აი აქ კი ჩაირთო ჩემი პროფესიული მე და უკვე ხალხმაც დაიწყო შეკრება. ,, – ქალბატონი ია, თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტით დავინტერტესდით და გკითხავთ რა ისტორიას შეესწარით ამ რამდენიმე დღის წინ ? – ალექსანდრე ლევიცკის წლებია რაც ვიცნობ, ის შემწეობას ითხოვს ძალიან მოკრძალებულად და იქვე გვერდს უმშვენებს მისი ძაღლი. ეს ადამიანი არც ალკოჰოლდამოკიდებულია და არც ვინმეს აწუხებს თავისთვის ზის ჩუმად. 16 აგვისტოს, დაახლოებით შუადღის სამ საათზე, მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვედი და ვხედავ სურათს, პატრულ-ინსპექტორი მოხუცის წინ იდგა და ითხოვდა, რომ მას ტერიტორია დაეტოვებინა…
– შეგიძლიათ დეტალურად აღწეროთ ეს სცენა ? რას ეუბნებოდა პოლიციელი სოცალურად შეჭირვებულ მოხუცს ?
– სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ ალექსანდრეს, თავის ძაღლთან ერთად დაუყონებლივ დაეტოვებინა ტერიტორია, მე თავად იურისტი გახლავართ და კანონებს კარგად ვიცნობ, შესაბამისად დავინტერესდი რომელი კანონის საფუძველზე იკრძალებოდა შემწეობის თხოვნა ? უსამართლობა ვერ ავიტანე და კითხვები იქვე დავსვი, პატრულ-ინსპექტორისგან პასუხად მივიღე შაბლონური ტექსტი; მიმართეთ შსს -სო… შემდეგ კიდევ უფრო მკაცრ ტონალობაში მოვთხოვე, დაესაბუთებინათ თუ რა ნორმით ხელმძღვანელობდნენ, როცა მოხუცებულ კაცს ქუჩაზე დგომის უფლებას არ აძლევდნენ ?! რაზეც კონკრეტული პასუხი რასაკვირველია ვერ მივიღე. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები და წლებია იურიდიული საქმიანობის პარალელურად მათ უფლებებსაც ვიცავ. კარგად მახსოვს ამ კაცმა 6-7 წლის წინ პატარა ლეკვი რომ აიყვანა და როგორ უვლიდა.
 
– არაერთ გამვლელს შეგვინიშნავს ხანდაზმული კაცი, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩის კვეთაზე წლების განმავლობაში, შეგიძლიათ გვითხრათ, ეს ძაღლი, რომელსაც ბატონი ალექსანდრე დაატარებს როგორ რეაგირებს ქუჩაში გამვლელებზე ? აგრესიული ხომ არ არის ?
– არა ნამდვილად, ძალიან მშვიდი ძაღლია, ტურისტები სულ უღიმიან და ეთამაშებიან. ბატონი ალექსანდრე ქალაქში დაბადებული და გაზრდილი კაცია, მას ზოგიერთები ვერის კოლორიტადაც მიიჩნევენ, რამდენჯერაც მანდ ჩავივლი არასდროს სიბინძურე არ მხვდება – ძაღლს უდგას თასით წყალი და მისი საკვები პედიგრი. ერთხელ შევეჭვდი კიდეც, ეს ძაღლი ასე წყნარად რომ არის, რამეს ხომ არ ასმევთთქო ? ალექსანდრე ძალიან უვლის ცუგას, მისი ოჯახის წევრია.
– როგორ ფიქრობთ; რა მიზეზით არ აჩერებენ მოხუცს ძაღლით ქუჩაში ? იმ ადგილზე ხომ მოსახლეობა არ ცხოვრობს ?
– ეს კაცი დაახლოებით ექვსი შვიდი წელია მანდ ზის ძალიან პატარა ლეკვი იყო ეგ ცუგა როცა აიყვანა და მას მერე პატრონობს. პირადად მე მაქვს ეჭვი, რომ იქვე მდებარე დაწესებულებებიდან დარეკეს, რამდენიმე კაფე-ბარია მაგ ადგილას, ცოტა უკან. საღამოს, როცა სახლში მიდის, მუდმივად დასუფთავებულს ტოვებს იქაურობას. გინახავთ სადმე სათვალეები და წიგნიანი მათხოვარი ? ცხოვრებამ ბევრ ადამიანს გამოაცალა სარჩო-საბადებელი, ბატონი ალექსანდრე ინტელიგენტი კაცია, ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მის უსამართლოდ დაჩაგვრას არავის ვაპატიებთ. თუ მასზე ზეწოლას მოახდენენ ვაპირებთ სანქცირებული აქციის მოწყობას.
– რადგანაც იურისტი ხართ გკითხავთ; თუ მიმართეთ ოფიციალურად შესაბამის უწყებებს ?
 
– კი ინციდენტიდან მეორე დღეს შსს-ს წერილობით მივმართე, როგორც კი შსს–დან წერილზე მივიღებთ პასუხს იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ.
   წყარო: netpost.ge

კომენტარის დატოვება