იმედა კირკიტაძე: “სამსახურიდან სამივე პოლიციელი პოლიტიკური ნიშნით გაგვშვეს”

დავით ცხვარაძე

 გაქცეული სამმართველოს უფროსი და შინ გაშვებული პოლიციელბი ქუთაისში

სააგენტოს სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელი იმედა კირკიტაძე დაუკავშირდა. მისი თქმით,  15 წლიანმა გამოცდილებამ უშედეგოდ ჩაიარა ქუთაისში სამი დაცვის პოლიციელი დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს, ისინი დახმარებას ითხოვენ.

მან ექსკლუზიურად ჩვენთან ისაუბრა. მის მონაყოლს უცვლელად გთავაზობთ:

-“სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგვიშვეს სამივე პოლიციელი, თუმცა იმის გამო, რომ არაფერი გვეთქვა სამცხე ჯავახეთის ერთ- ერთ რაიონში ახალქალაქის სოფელ კომურდუში, საკათედრო დაცვის პოლიციის ინსპექტორებად გადაგვიყვანეს, სადაც ფაქტობრივად ქუთაისიდან სიარულს ვერც კი შევძლებდით, ჩვენთვის უცნობი იყო აღნიშნული, სწორედ იმ დღემდე, რა დღესაც პატაკი მოგვივიდა და ვნახეთ, რომ უკვე ქუთაისს აღარ ვეკუთნოდით.  გავიკითხეთ ვინ გაგვიშვა სამსახურიდან და ასე გვითხრეს-“გურამ ტომარაძემ დაცვის პოლიცის თავმჯდომარემ გაგიშვათ სამსახურიდანო “. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის მერის ინტერესებს ჩვენი სამსახურები და ოჯახის ბედი შეეწირა”

აღნიშნულის შესახებ დღეს სამმა პოლციიელმა ახალი ამბების საგენტო gmtv. ge _ს ექსკლუზიურად უამბო.

ეს პოლიციელებია –  კახაბერ ხარატიშვილი, დაცვის პოლიცის ინსპექტროი,მანუჩარ რობაქიძე– უმცროსი ინსპექტორი და ქუთაისის მერიაში გახმაურებულ სკანდალში გახვეული პოლიციელი ,ქუთაისის იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის სმენის უფროსი კაპიტანი იმედა კირკიტაძე, რომელზეც მაშინ “ოცნების” დეპუტატმა კახი დვალიშვილმა იძალადა.

მეოცნებე დეპუტატმა პოლიციელ კირკიტაძეს სამხარე ნიშნები აახია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მაშინ იმედა კირკიტაძის სამსახური შეეწირა და იგი ქუთაისის მერიიდან იუსტიციის სახლში ჩამოქვეითებული რიგითი პოლიციელის სტატუსით გადაიყვანეს.

” 18 ოქტომბერს დაგირეკეს სამივეს უფროსმა მამუკა ბერელიძემ მოგვცა ბრძანება რომლის არსებობაც არავინ ვიცოდით. რომელიც ჩვენს გარეშე, დაწერილა თურმე რაც დარღვევა მოგვცა და გვითხრა აგერ ბრძანება მე არაფერი ვიცი, თქვენ თვითონ გაარკვიეთ სად და ვინ გადაგიყვანათო, დავრჩით ჰაერში ფაქტია იქ სიარულს ვერ შევძლებდით და გამოგვიშვეს. სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი მყავს, რომელსაც ყოველდღიური მკურნალობა და ექიმი ესაჭიროება,  7 წლის შვილი 7- ჯერ ნაოპერაციები მყავს , მას ექიმებმა გულის კომბინირებული მანკი დაუდგინეს. რის გამოც ვმუშაობდი და ვიყავი მუდამ ქუჩაში. ჩემი სამსახური იყო ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო, დღეს შეიძლება ითქვას რომ დავრჩი ქუჩაში  და ჩემი 15 წლიანი პოლიციელის კარიერა ვიღაცის ინტერესებს შეეწირა ” აცხადებს იმედა კირკიტაძე.

ტელეფონით დავუკავშირდი დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსს მამუკა ბერელიძეს, თუმცა როდესაც ვუთხარი, რომ ვიყავი პრესის წარმომადგენელი და მასთან ინტერვიუ მინდოდა აღნიშნული პოლიციელების სამსახურიდან გაშვების შესახებ, მან მითხრა, რომ არის დაკავებულია და საუბარს  ვერ შეძლებდა, შემდეგ კი მას სატელეფონო ზარებისთვის აღარ უპასუხია.

ქუთაისიდან ჩვენი ჟურნალისტის მიერ მოწოდებული მასალის შემდეგ სააგენტო შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა.

-‘შსს აპოლიტიკური უწყებაა. შესაბამისად, თანამშრომელთა როტაცია არ შეიძლება შეიცავდეს პოლიტიკურ სარჩულს. ამას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. თანამშრომელთა როტაცია არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც საჭიროებიდან გამოდინარე, პერამანენტულად ხორციელდება და ხდება ძალების სტრატეგიული გადანაწილება“-გვითხრეს უწყებაში.