“თეთრი ყვავი” ანუ იოლი არაა იყო თეთრი, როცა ირგვლივ წყვდიადია…

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით ნებსაძე

“თეთრი ყვავი”

-21 წლის ასაკში მე და ჩემი მეგობარი სათამაშო დაწესებულებაში ყარაულად ვმუშაობდით, ღამის თენებაში ცუდად არ იხდიდნენ საღამოს მივდიოდით და დილით მოვდიოდით. ყველაფერი იდეალუეად იქნებოდა რომ არა ნარკომანია პირველად მაშინ ვნახე რა საშინელი სენია ეს სიმახინჯე.

ზოგადად აზარტიც მანიაა, რომელიც იძულებულს გხდის დაიკმაყოფილო სურვილი ყველაფრის ფასად.

უყურებდი ადამიანებს რომლებიც თამაშების ნაირსახეობში მონაწილეობის გამო დედას,ცოლს და დას სამკაულებს პარავდნენ ყიდდნენ და თამაშით ტკბებოდნენ.

მათი არაფრის მთქმელი სახეები მიმიკები და სიტყვა ,,გავმაზე” ამაზრზენი სანახავი და მოსასმენი იყო.
ასაკი შეუზღუდავი იყო როგორც სტატუსი.

აქ ნახავდით მათხოვარსაც და მერიის თანამშრომელსაც. თავად მეპატრონეებიც კი ეთამაშებოდნენ საკუთარ მოწილეებს და საკუთარ თავებს.

მეზიზღებოდა მათი დანახვა დღითი დღე ვერ ვიტანდი ამ ადამიანებს რომლებიც ყველას და ყველაფერს ჰყიდიდნენ პირადი მანიის დასაკმაყოფილებლად და ბოლოს ამ ბოროტების გვირგვინი იყო ნარკოტიკი.

ვხედავდი როგორ იკეტებოდნენ შუაღამისას ოთახში და იწყებოდა ხმაურიანი გარჩევა ვინ რამდენ ხაზს გაიკეთებდა მათთვის არ არსებობდა სიწმინდე გარდა ვენაში შეშვებული სიმახინჯისა რომელსაც შპრიცის ხაზებში ზომავდნენ ხმაური უცებ წყნარდებოდა და ლითარგიულ ძილად გარდაიქმნებოდა ზოგჯერ უხდებოდათ ერთმანეთის მოსულიერება ვერ იძახებდნენ სასწრაფოს რათა არ დაფიქსირებულიყო ნარკომოხმარების ფაქტი მზად იყვნენ კაცი ამ პროცესში გაეწირათ ოღონდ თავები არ დაეწვათ.

მათი ცოლები დედები დაძრწოდნენ მაგრამ ამაოდ.

წამლის მოლოდინში როგორც მგლები მწიფე მთვარეს ისე შესჩერებოდნენ ერთმანეთს ხელში.

მსურდა ისინი გამენადგურებია არა იმიტომ რომ მათ ასეთი მანია ჰქონდათ არამედ იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მთავაზობდნენ გამეკეთებია ნარკოტიკი ამას აკეთებდნენ მაშინ როცა ერთმანეთს მილიგრამებით მეტი მიღებული დოზის გამო ხოცავდნენ მათ არ უნდოდათ ნეტარებაში შემცილებელი მათ უნდოდათ გაეზარდათ თავიანთი რიგები მისნაირებით მათი ერთადერთი მიზანი იყო ის რომ სამყარო მათ დამსგავსებოდა. მათი პრობლემა იყო ცნობიერში და არა ფიზიკურში.

იმ შენობაში ორადორი სუფთა ორგანიცმი ვიყავით ერთი მე და მეორე გოჭივით ვირთაგვა რომელიც ღამღამობით გამოდიოდა საშოვარზე ვერ ვიტანდი იმ ვირთაგვას რადგან პატიოსნებაში მეცილებოდა, მაგიდაზე ყველის ნამცეცები დაუყარე შუაღამეს როცა ქალაქს ეძინა ვირთაგვა მაგიდაზე აძვრა როგორც ცხენის ფეხის ხმა ისეთი აკუსტიკით აყრუებდა ჩაბნელებულ დარბაზს, მაგიდაზე აძვრა და ყველის თქვლეფა დაიწყო ჭამის შუა აზარტში შესულს სინათლე აუნთე, მაგიდაზე საზარელი გაქუცული და კუდგატყაული არსება იდო მას ჩემი არ ეშინოდა თითქოს მეუბნებოდა ,,შენც მათ გავხარ აქ რომ ფულის გამო მუშაობ, ერთადერთი სუფთა არსება მხოლოდ მე ვარო” სახეში უყურებდი ყველა ნარკომანზე სუფთა სახე ჰქონდა აშკარად დამცინოდა წინასწარ დატენილი პისტოლეტი მივუშვირე იდგა და ლულას მიშტერებოდა არც ფიქრობდა რომ გაქცეულიყო ჩემს შეურაცყოფას და დამცირებას ლამობდა, სასხლეტს თითი გამოვკარი და 9 მილიმეტრიანი ტყვია შიგ შუბლში ჩავაჭედე, ტყვიამ მთელი ტანი გაიარა და კედელზე მიაფლითა არსების ნაშთები. ზედმეტად ზუსტად ვისწავლე მოთამაშეთა და ნარკოდამოკიდებულთა ფსიქიკა და იქედან უმწიკლოდ წამოვედი.

გავიგე რომ სამართალდამცავებს იქაობა აეწიოკებიათ თუმცა არა ნარკომოხმარების ფაქტზე არამედ სათამაშო ბიზნესში ბეჭედზე რაღაც ციფრის დანაკლისი იყოო. ამიტომ ერთი ნარკუშა 6 თვით გამოკეტეს და ფული ჩაატანიეს. ასე ზეიმობდა კანონი.
მას შემდეგ 12 წელმა განვლო ყველა წამალში გაიპარა. არცერთის მიმართ სიბრალულის გრძნობა არ გამჩენია.

მახსენდებოდა ერთერთი მათგანის სიტყვები რომელსაც ყოველ ჯერზე უარს უცხადებდი წამლის მიღებაზე

,,შენ ხარ თეთრი ყვავი”

იოლი არაა იყო თეთრი როცა ირგვლივ წყვდიადია აშკარა კონტრასტი ვნებს შესამჩნევი და მიზანში იოლად ამოსაღები ხდები.

ცხოვრების გზაზე ამ სენით შეპყრობილი სუსტი სქესი ვნახე

,,მონები ვენიდან გარყვნილი მათი საშოები”- რომლებიც მზად იყვნენ ყველაფერი ეკადრათ დოზისთვის.
თვეში 5-ჯელ სამედიცინო გამოკვლევებზე დადიოდნენ მხოლოდ იმის გამო რომ ქალური საქციელით პირადი ცნობიერება მოეტყუებინათ.
როგორც არასოდეს არავინ ისე იცოდნენ რომ ხსნა არ ჰქონდათ იყო სინანული მაგრამ არა შველა ეს იყო ჯოჯოხეთი მათ იქ ჰყოფნა სძულდათ ისე როგორც სიამოვნებდათ.

საოცრად გამიჭირდა სიგარეტზე თავის დანებება მაგრამ ყოველ დღე როცა მიჭირდა უმისოდ ვიხსენებდი მოთამაშეების და ნარკომანების სახეებს და ასე ვბრძოლობდი საკუთარ ჩვევებთან და ბოლოს გავიმარჯვე.

სახელმწიფო ,,თეთრი ყვავი” ვერ გახდება თუმცა მან არ უნდა დაუშვას თეთრი ყვავების განადგურება ისინი ხომ წითელ წიგნში არიან შეტანილები.