ივერი მელაშვილი – არ არსებობს ჩვენ საწინააღმდეგოდ ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულის, ივერი მელაშვილის თქმით, პროკურატურას მის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ რამე მტკიცებულება არ წარუდგენია.

აქედან გამომდინარე, მელაშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ გათავისუფლდება.

„ვფიქრობდი, რომ საერთოდ აქედანვე უნდა გავთავისუფლებულიყავით, რადგან არ არსებობს ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ჩვენს საწინააღმდეგოდ. ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ გავთავისუფლდე. საკითხები არსებით განხილვაზე იქნება განხილული“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისწინაარმდეგ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიცა. საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს იგეგმება. ამასთან, მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მათ შორის, საქმეს დაერთო დავით გარეჯის თემაზე ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები.