საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა

საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა, რომლის ინაუგურაციაც დღეს გაიმართა.

საზეიმო წირვა, ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, ბენლუქსის ქვეყნებში წარმოდგენილი ავტოკეფალური ეკლესიების იურისდიქციაში მყოფმა მაღალმა იერარქებმა და სამღვდელოებამ აღავლინეს.

უკვე ცნობილია, რომ ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) იმსახურებს.