ქალაქ მარსელის ქუჩებიდან ტონობით ნაგვის გატანას რამდენიმე დღე დასჭირდება

ქალაქ მარსელში კომუნალური სამსახურების  თანამშრომლებმა 13 დღიანი  გაფიცვა შეწყვიტეს.  საფრანგეთის ქალაქში კომუნალურის 200 კომპანიის თანამშრომელმა პრემიების შემცირების გამო სამუშაოზე უარი განაცხადეს, რის შედეგადა მთლიანი ქალაქი  საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაივსო და თითქმის ორ კვირაში ერთ დიდ ნაგვის ბუნკერს დაემსგავსა. როდესაც ქალაქში გასვლა უკვე შეუძლებელი გახდა, ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა და თანამშრომლებს უფრო მისაღები პირობები შესთავაზა. კონფლიქტიც ამით ამოიწურა. დღეს დილიდან ნაგვის გატანა უკვე დაიწყეს, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ზოგიერთ რაიონში ამ პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება.