გიორგი ქაჯაია ლადო ძნელაძეს შეთავაზებით მიმართავს (ვიდეო)

დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია უკვე დეპუტატს ლადო ძნელაძეს საჯაროდ მიმართავს და შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით მას აქვს დეპუტატთან შეთავაზებები და უნდა გააცნოს ის საკითხები, რომელთა განხორციელებაც დიდუბისთვის მნიშვნელოვანია.

გიორგი ქაჯაია ამბობს, რომ რადგან ახალმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს საზოგადოებასთან, მაშინ დეპუტატებიც მზად უნდა იყვნენ მოისმინონ შეთავაზებები.

გიორგი ქაჯაია ლადო ძნელაძესთან შეხვედრას და მისთვის შეთავაზებების გაცნობას ითხოვს.