“ვუერთდებით ქალთა საბჭოს აქციას და გავახარებთ საზღვრისპირა ბაღების ბავშვებს, შემოგვიერთდით!” (ვიდეო)

საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ საზღვრისპირა სოფლების საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრების ჩატანის აქციას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აქციას უერთდებიან ესტონეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციის „ქართული სახლის“ წარმომადგენელი  ნატო წერეთელი და ჟურნალისტი დიანა გეგიაძე.

ქალბატონები სხვებსაც მოუწოდებენ ჩაერთონ აქციაში და გაახარონ პატარები.

შეგახსენებთ, რომ აქციას უკვე შეუერთდნენ:

საბავშვო თეატრალურიი ფესტივალის „მაჩაბელა“ – მამუკა ლომაშვილის ხელმძღვანელობით;

საბავშვო თეატრი “ჭინჭრაქა” – ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე;

სააგენტო GmTV, რომელიც ამავე დროს აქციის საინფორმაციო მხარდამჭერია.