შსს: მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის (ვიდეო)

ყურადღება! ჭკვიანი კამერებია!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით ტექნოლოგიურ რეფორმას აგრძელებს.

დამრღვევი მძღოლები შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდებიან:

– შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

– ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

– სიჩქარის გადაჭარბება;

– მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

– მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა ეს ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=nBdr2wQ4Z38