“უცხოელი, რომელიც ქართულ მიწას ყიდულობს უძრავი ქონების შესავსებად არის არა ინვესტორი, არამედ უსისხლო ანექსორი!”

ირინა ფხოველიშვილი

“ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარ

საქართვეოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი

-არ შემიძლია ჩემი, როგორც საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, პოზიცია კიდევ ერთხელ არ დავაფიქსირო.

როგორც მე ვიცოდი გუშინ საქართველოს პრეზიდენტ შეხვედრა ქონდა ფერმერებთან, ფაქტობრივად ფერმერთა იმ ნაწილთან, რომლებიც ფერმერთა ასოციაციის მიერ იყო შერჩეული. მივესალმები ყველა შეხვედრას, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი დეტალი ამ შეხვედრიდან, რაც ეხებოდა მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩემი პოზიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული მიწების მიყიდასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ ეს მხოლოდ ჩემი ან მცირე ჯგუფის პოზიცი არ არის. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ფერმერებიც მკაცრად აფიქსირებენ ამ პოზიციას. ამ ნაწილისთვის ის უცხოელი, ვინც ქართულ მიწას ყიდულობს თავისი უძრავი ქონების შესავსებად არის არა ინვესტორი, არამედ უსისხლო ანექსორი, ხოლო ვინც მხარს უჭერს მათთვის მიწის მიყიდვას …… (შეფასება თქვენთვის მომინდვია)

ჩვენი შეფასებით ინვესტორი უნდა იყვნენ ის, რომელიც მონაწილეობს სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ინოვაციების დამკვიდრების, პროდუქციის წარმოება-გადამუშავების პროცესში და ამისთვის იყენებს საკუთარ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს.

ვინ თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იცავდეს თითოეულ მტკაველ მიწას. სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების დაშვებაზე ბრძოლის მაგივრად ხომ არ უნდა უნდა ზრუნავდეს დაუცველი საზღვრე დაცვაზე, ქვეყნის არადემარკირებულ საზღვარზე უსისხლოდ დაკარგული მიწების დაბრუნებაზე და ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლის წინააღმდეგ?

სწორედ ეს პრობლემები აწუხებს ქვეყნის საღად მოაზროვნე მოსახლეობას და ჩვენ, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი სხვა არასამთაბრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული საკითხები, მზად ვართ შევხვდეთ ყველა დაინტერესებულ პირს სამუშაო ან საჯარო შეხვედრის ფორმატში.