“არ მინდა ასეთი სკოლა!!! – გვარს არ ვასახელებ, რადგან მეშინია…”

რუბრიკაში “თქვენი სათქმელი” წერილი შემოვიდა. ავტორს არ სურს მინისგვარის დასახელება, ტუ რატომ ამას წერილის წავითხვისას დაიგებთ.

ჩვენ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ მარიამის სათქმელს.

გამარჯობა მე მქვია მარიამი გვარს შეგნებულად არ ვასახელებ რადგან მეშინია , დიახ მეშინია იმ პრობლემის რაც

საქართველოში ჯერ კვლავაც აქტიურია , მასწავლებლის დევნა სკოლაში , დისკრიმინაცია და მოსწავლეების გადარჩევა კატეგორიებად , ნამდვილად არ მსურს ვისწავლო ისეთ ქვეყანაში, სადაც მასწავლებელი აშინებს მოსწავლეს ან აიძულებს გააკეთოს ის, რაც არ ძალუძს მას – ჯიბრის გაწევა,დევნა,დაცინვა მასწავლებლისგან ეს არამარტო დამამცირებელი, არამედ მოსწავლის უფლებების დარღვევაცაა, რაც ვგონებ უნდა შეძლოს და გამოასწოროს ქვეყნის მმართველმა , ვფიქრობ ამ შემთხვევაში ყველას თავისი როლი შეაქვს ამ საკითხში.

მინდა ვუთხრა მშობლებს, ნუთუ უნდათ მათ შვილებს სკოლაში დასცინოს მასწავლებელმა იმის გამო, რომ სხვა კლასიდან,სკოლიდან ანდაც უბნიდანაა გადმოსული , არამარტო ეს ნუთუ მასწავლებელმა უნდა დააკლოს ნიშანი მოსწავლესიმის გამო რომ მასთან არ ემზადება? ესკიდევ არაფერია იმასთან რაც მე გამოვცადე , ჩემს მასწავლებელს ვყავდი მუდამ დაცინვის საგანი , დღემდე არ ვიცი რატომ ან რისთვის ?! რატომ უნდა მითხრას მასწავლებელმა თემის წაკითხვის წინ შემდეგი სიტყვები : ”ვნახოთ რა სისულელე დაწერე , ცოტას გავიცინებთ ” ამას მოჰყვებოდა სიცილი , ხორხორი და ათსი დამცინავი ფრაზები , თემის ხმამაღლა წაკითხვისას დაცინვით შესწორებული გრამატიკული შეცდომები, რა მნიშვნელობა აქვს რა დაწერე მას არ მოეწონა რადგან მასთან არ ემზადები!

კარგით ამ თემას მოვშორდეთ მე შევესწარი ფაქტს როგორ ანგრევდა მასწავლეებსა და მოსწავლეებს შორის კარგ ურთიერთობებს , ეს მასწავლებელი არის მართლაც რომ ”მასწავლებელი”? ბავშვები ვინც მასთან ემზადებიან ყავს თავის გავლენაზე მოქცეული დეზებით უჩირავს ეს მოსწავლეები და თამამადაც კი აცხადებს, რომ ისინი მისი იარაღები არიან , იარღები სკოლის შტურმით აღებისკენ და ფარისევლობის დამკვიდრებისკენ სასწავლო დაწესებულებაში.

არ მინდა ვისწავლო სკოლაში სადაც შემეშინდება მასწავლებლის;

არ მინდა ვისწავლო სკოლაში, სადაც ფულის გარეშე გავხდები მასწავლებლის სამიზნე;

არ მინდა ვისწავლო სკოლაში, სადაც ჩემი უფლებები უხეშად ირღვევა!