ერთ ოჯახში უფროსი თაობა რომ ვითომ “ბიძინისტია” და ახალი თაობა – პირწავარდნილი “მიშისტი”…

ბექა შენგელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მომავალი“

-„იცით რომელი “პაროდის” “ინწილიგენცია” “მიყვარს”??? ერთ ოჯახში უფროსი თაობა რომ ვითომ “ბიძინისტია” და იმავე ოჯახის შედარებით ახალი თაობა – პირწავარდნილი “მიშისტი”.

ამავე ოჯახების უფროსი თაობა ოცნების ყრილობაზე წავა, ყველანაირად ეცდება ბიძინასთან ახლოს დაჯდეს,შემდეგ ეახლოს და მოწიწებით,მაგრამ სხვათაშორის თქვას თავის “მიშისტ” ახალგაზრდა ოჯახის წევრებზე–” ჯერ ბავშვებია და ვერ ხვდებიან ვინაა კარგი და ვინ ცუდი,თორემ თქვენ, ბატონო ბიძინა, ძაან უყვარხართო”. საღამოს კი ამავე ოჯახის ახალგაზრდა წევრი ოდესაში დარეკავს მიშასთან და ასევე მოწიწებით აუხსნის – “ჩემო საყვარელო, ხომ იცი, დაბერდნენ, ყველაფრის ეშინიათ და ჩვენ რომ დაცულები ვიყოთ შენს ჩამოსვლამდე, მანამ იძულებულები არიან ბიძინას თავი მოაჩვენონ, თორემ, მიშიკო, შენ ყველაზე მეტად უყვარხართო”.

მაგარი ‘პაროდა” გამოიყვანა ედუარდ შევარდნაძემ ბაბუები, ბებიები, მამები, დედები, შვილები, შვილიშვილები……..გრძელდება და გრძელდება ამ „პადხალიმი ინწილიგენციის” თაობები და ყველა ტყუპებივით ერთმანეთს ჰგავს. მე უბრალოდ ის ქვეყნის პირველი პირები მაოცებენ, რომლებიც ამ მედროვეებს გულში იხუტებენ და მერე, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან, სწუხან -რატომ მიღალატა და მიმატოვაო!!!!!!!!

ეტყობა სიყვარული მართლა ბრმაა და ამა სოფლისა ძლიერთაც აბრმავებს!!!“

კომენტარის დატოვება