ალიბეგაშვილმა გვერდით უნდა დაიყენოს ადამიანები, რომლებიც ენის საკითხზე წლები მუშაობდნენ

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%90/

ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა უკვე მიულოცა გულიკო ზუმბაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქმიანობა წარმატებული იქნება!

-ვულოცავ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს ამ ფრიად საპატიო პოსტზე დანიშვნას!
დარწმუნებული ვარ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში, მისი საქმიანობა წარმატებული იქნება! გიორგი ალიბეგაშვილთან, როგორც საკრებულოს თავმჯდომარესთან ურთიერთობა, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან კომფორტული იყო“-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ჩვენ ქალბატონ გულიკოს დავუკავშირდით და დეპარტამენტის მუშაობაზე მისი ხედვის მოკლე კომენტარი ვთხოვეთ.

-„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ შექმნა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დეპარტამენტის შექმნით ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. იმედია პროცესი დინამიური იქნება! მთავარია ახლა სწორად წარმართოს ბატონმა ალიბეგაშვილმა მუშაობის პროცესი. ჩემი აზრით მან გვერდით უნდა დაიყენოს ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე წლების განმავლობაში  მუხლჩაუხრელად  მუშაობდნენ, ისეთები, როგორებიც არიან ავთო არაბული, გიორგი გოგოლაშვილი, დავით შემოქმედელი და სხვები.

ქვეყანას მიღებული აქვს სახელმწიფო ენის კანონი, უკვე დაარსდა „ენის სახელმწიფო დეპარტამენტი“, ახლა მთავარია გატარდეს სწორი ენობრივი პოლიტიკა”.