საზმაუს ახალ დეტექტიურ სერიალს გოგა ხაინდარავა გადაიღებს და ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღებს

არასამთავრობო ორგანიზაციების განხილვის საკითხს საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებული ტენდერები წარმოადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დეტექტიური ჟანრის სერიალს რეჟისორი გიორგი ხაინდარავა გადაიღებს. გიორგი ხაინდრავა ამ ფილმის გადასაღებად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღებს.

ჟურნალისტი, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი, ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი საკუთარი ნების მიხედვით იქცევიან და საზოგადოებრივ ინტერესს არ ითვალისწინებს.

მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია აღნიშნავს, რომ მედიაკოალიციის შეკრებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც იმსჯელებენ, მათ შორის, ბერა ივანიშვილის კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტზე.