“თურმე ვალდებული ხარ, მოგწონდეს!..”

სოსო მანჯავიძე

გეცოდინებათ ალბათ დიდი ინგლისელი მათემატიკოსი ალან ტუნინგი.
სწორედ მისი გენიის წყალობით მოხერხდა გერმანული “ენიგმის” გაშიფრვა,ხოლო ამან უდიდესი,ზოგის აზრით,გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის დამარცხებაში.
ასეთი დამსახურების ადამიანს ინგლისის სასამართლომ 1952 წელს “უხამსი ქმედებისათვის” ქიმიური კასტრაცია მიუსაჯა.

საქმე ისაა,რომ თვითონ ტუნინგს არ გაუპროტესტებია დანაშაულისა და სასჯელის თანაზომადობის საკითხი,ის საკუთრივ დანაშაულის ფაქტს უარყოფდა.

ტუნინგი უაღრესად განათლებული ადამიანი იყო.მას ესმოდა,რომ ზნეობრივი საყრდენების მოშლა,საკუთრივ კულტურისა და ცივილიზაციის განადგურებას იწვევს, ვინაიდან სწორედ ზნეობა და ადამიანის ქვენა გრძნობების ტაბუირების სისტემა ქმნის კულტურისა და ცივილიზაციის აღმოცენების შესაძლებლობას,.
ამიტომაც იყო ასეთი უკომპრომისო ბრიტანული სასამართლო.

სწორედ ამიტომაც გახდა ბრიტანეთი დიდი,რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით დღევანდელობაზე.
ჩვენ რომ მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად დავრჩით,ამაზე არაერთგზის მითქვამს და დამიწერია.
მაგრამ ახლა რაც საქართველოში ხდება,ჩვეულებრივი ტერმინებით ვერ აღწერ.

ვალპურგის ღამე,შაბაში,იერონიმუს ბოსხი,დემონოლოგია, დანტეს ინფერნალური ხილვები და კიდევ რა ასოციაციები და აზრები არ ჩნდება,მათ შორის ისეთებიც როგორიცაა კრამოლური აზრი ინკვიზიციის მართებულობის შესახებ.

და ყოველივე ამის რუპორი გახლავთ ქართული ტელევიზიები.
ესენი პირდაპირ ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას.
გამობრძანდა რომელიღაც სპორტული კომენტატორი და განაცხადა,რომ თურმე კაშიამ საქართველოს სახელი ისე შორს გაიტანა და ეს თურმე,ისეთი დიდი დამსახურება ყოფილა,რომ საკუთარ ღირებულებებზე უარი უნდა ვთქვათ და გავჩუმდეთ.

სხვადასხვა მასხარებზე და აშკარად შეპყრობილ და ჰელუინის პერსონაჟებზე არაფერს ვამბობ.
წამყვანები აგრესიულად აწყვეტინებენ ხმას ყველას,ვინც გაბედავს და იტყვის რომ არ მოსწონს “ლგბდ თემი”.
თურმე ვალდებული ხარ,მოგწონდეს.

ესაა თავისუფლების ამათეული გაგება.

და ეს იმ დროს ხდება,როცა ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას.
მართლაც ღმერთი ადამიანებს გონების წართმევით სჯის.
ისტორია კი იმას გვასწავლის,რომ ის სასტიკად სჯის ადამიანებს იმისათვის,რომ მისი გაკვეთილები არ ისწავლეს.