სომხეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

სომხეთის ახალ ელჩად საქართველოში რუბენ სადოიანი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას 1tvავრცელებს.

რუბენ სადოიანამდე საქართველოში სომხეთის ელჩი იური ვარდანიანი იყო, რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

სადოიანი 2012-2017 წლებში სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო და მმართველ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა.