დავა გრძელდება – ცესკო ლელა ქიტესაშვილის საჩივარს განიხილავს

დღეს ცესკო-ს სხდომა გაიმართება, რომელზეც თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარს განიხილავენ თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მის ხელმეორედ ჩატარების თაობაზე.

ლელა ქიტესაშვილის საჩივრის განსახილველად ცესკო-ს მხოლოდ 1 დღე აქვს.

„ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატმა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ლელა ქიტესაშვილი მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

მისი მტკიცებით, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის. ლელა ქიტესაშვილი თიანეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.