არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ კარგია, რომ მეტი რამის ცდა მოხდება…

კახა კალაძის სითი პარკთან დაკავშირებულ განცხადებას აწ უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.

ნარმანიას თქმით, მასაც ჰქონდა მცდელობა, რომ „სითი პარკსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გადახედილიყო, თუმცა, მისი განმარტებით, იმდენად კაბალურია ხელშეკრულების პირობები, რომ მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა დედაქალაქის ბიუჯეტს ძვირი დაუჯდებოდა.

„ჩვენმა წინამორბედებმა ამ ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადეს, ჩვენ გრიფი მოვხსენით და მერიის საიტზე განთავსდა. ეს არის კაბალური ხელშეკრულება. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში კარგია, რომ მეტი რამის ცდა მოხდება“ – აღნიშნა ნარმანიამ.

ჩვენ თვალი გადავავლეთ არქივს და გავიხსენეთ თუ რას ამბობდა ამ კომპანიაზე ნარმანია როცა ახლად არცეული მერი იყო.

რას ამბობდა 2014 წელს ნარმანიასითი პარკზე“ …

https://www.gmtv.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%93%e1%83%90-2014-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/

ქვე შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის განცხადებას უკვე უპასუხა სითი პარკმა.

იხ.

https://www.gmtv.ge/32400-2/