ვის არ შეეხება დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ოთხ ქალაქში შესვლა-გამოსვლის აკრძალვისას შეზღუდვები არ შეეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბ)  საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

დ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ე) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ვ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

ზ) სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

თ) მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

ი) სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

კ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

ლ) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.