პოლონეთის პრეზიდენტობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტის პოსტისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. არჩევნების პირველი ტური პოლონეთში 10 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

მათ შორისაა ქვეყნის მოქმედი ლიდერი ანჟეი დუდაც. მისი მთავარი კონკურენტი ოპოზიციის ლიდერი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკია.