90 წლის იუბილართან – არჩევნების შემდეგაც უკვე კანდიდატმა არ დაივიწყა თავისი ამომრჩეველი…

საბურთალოს მაჟორიტარმა დავით უთმელიძემ წინასაარჩევნო პერიოდში კარდაკარ დაიარა ყველა მოსახლე, ყველა მათგანი ახლოს გაიცნო, ზოგი უიმედოდ ხელს იქნევდა-ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, „გაინაღდებს“ გამარჯვებას და მერე სულ არ გამოიხედავს ჩვენსკენო, თუმცა შეცდნენ…

დათო უთმელიძემ 90 წლის გიორგი აღლაძე სწორედ არჩევნების წინ გაიცნო. ვეძისის ამომრჩეველთან შეხვედრისას გაიგო, რომ რამდენიმე ხანდაზმული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა შეხვედრაზე, არადა ძალიან უნდოდათ კანდიდატთან გასაუბრება, ხოდა კანდიდატი თავად ეწვია მათ სახლში…

ასე გაიცნო გიორგი აღლაძე.

მაშინ გაიგო, რომ მოხუცი მალე 90 წლის ხდებოდა, არ დავიწყებია და დღეს მოულოდნელად კიდევ ესტუმრა და იუბილარს დაბადების დღე მიულოცა. იმხელა ემოცია ჰქონდათ ბატონ გიორგის და მის მეუღლეს, ამას სიტყვები ვერ აღწერს.

-ისე გაუხარდა, მარანში გარბოდა, ბოცა უნდა გავხსნაო, ბედნიერი იყო და კიდევ ერთხელ დავინახე რა ცოტა რამ არის საჭირო ადამიანი ბედნიერი გახადო, მითუმეტეს ასეთ ასაკში-მათ სულ პატარა ყურადღება უხარიათ და ის აბედნიერებთ, რომ დაჯდები მათთან, დაელლაპარაკები და მოუსმენ. მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. გაოცებული ვარ ამ ადამიანის ენერგიით და შემართებით. ძალიან კარგი ადამიანია“-გვითხრა დავით უთმელიძემ.

ეს ფაქტი ალბათ ორმაგად სასიამოვნოა-კარგია, რომ არჩევნების შემდეგაც უკვე კანდიდატმა არ დაივიწყა თავისი ამომრჩეველი და იმედია ისევე გააგრძელებს ხალხთან კონტაქტს, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს და მეორე-ჩვენ მომავალ თაობას მაგალითი უნდა მივცეთ როგორ უნდა დავაფასოთ ჩვენი წინა თაობა და როგორ შეიძლება სულ პატარა მონდომებით ადამიანი გავახაროთ.