ოზურგეთში არჩევნებს არასამთავრობოები დააკვირდებიან

ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურს არასამთავრობო ორგანიზაციები-„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ (ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი) და „ახალი თაობა დემოკრატიული არჩენები“ (ხელმძღვანელი გია გარსევანიშვილი ) დააკვირდებიან.

როგორც ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, ოზურგეთში არჩევნებს დააკვირდებიან როგორც მობილური ჯგუფები, ასევე სტაციონალური დამკვირვებლები.

არასამთავრობოების ხელმძღვანელები უკვე ოზურგეთში იმყოფებიან.