თურქეთმა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციის მოთხოვნა ხელმეორედ გაუგზავნა

Sputnik-ის ინფორმაციით, თურქეთმა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციის მოთხოვნა ხელმეორედ გაუგზავნა. ქვეყნის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბეკირ ბოზდაგი აცხადებს, რომ გიულენის ფაქტორმა შესაძლოა ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობაზე იმოქმედოს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი გიულენის გადაცემაზე უარს იტყვის.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით კი გიულენმა აშშ დატოვა.

კომენტარის დატოვება