„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ოპოზიციონერებს პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ – „მონებო, ყველას გიმახსოვრებთ“

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ოპოზიციონერებს პარლამენტის შენობასთან შეძახილებით დახვდნენ.

„რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს.