სიკვდილის აღარ მეშინია – გაცოცხლებული ფიზიკოსის მონათხრობმა მეცნიერულ სამყაროში გადატრიალება მოახდინა

მოქმედი კონსტრუქტორი, ფიზიკოსი ვლადიმერ ეფემოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. მას ნერწყვი გადასცდა და ხველების დროს ვერ ამოისუნთქა. მისი და ექიმი იყო, არ დაიბნა ქალი და მაშინვე გულის მასაჟის და ხელოვნური სუნთქვის კეთება დაიწყო, მაგრამ 8 წუთის მერეც ძმა არ სუნთქავდა. ქალი არ ნებდებოდა და მოხდა საოცრება, ფიზიკოსს სუსტი პულსი აღენიშნა, მერე კი თავისი ამოისუნთქა.

-ცოცხალი ხარ, გვეგონა ეს უკვე ბოლო იყო – გადაეხვია გახარებული და.

ბოლო არ არსებობს – უთხრა ფიზიკოსმა – იქაც სიცოცხლეა, მაგრამ უფრო უკეთესი!

იმ ქვეყნიდან მობრუნებულმა ფიზიკოსმა ნანახი და განცდილი მეცნიერულ ნაშრომში აღწერა, რომელიც სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ჟურნალშიც გამოაქვეყნა პეტერბურგში და მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციაზეც წაიკითხა. ის პირველი მეცნიერია, რომელმაც ნაშრომი თავის თავზე გადატანილით დაწერა და გადატრიალებაც მოახდინა მეცნიერულ სამყაროში სიკვდილზე გამეფებულ მოსაზრებაში.

სწავლულ მეცნიერთა  მსოფლიო კლუბის ხელმძღვანელმა პროფესორმა ანატოლი სმირნოვმა მედიას განუცხადა, რომ ეფემოვი შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს და ამ ყველაფერს არ კი არა, უბრალოდ ვერ მოიგონებდა რადგან სრულიად განსხვავებული თეზისებია, რაც კი სიკვდილზე ოდესმე გაჟღერებულა.

კლინიკურ სიკვდილამდე სრულიად ათეისტად მივიჩნევდი თავს, მაგრამ იმ ქვეყნიდან დაბრუნების მერე პირველი რაც გავაკეთე, ბიბლია წავიკითხე-განაცხადა ეფემოვმა.

გაცოცხლებულმა ფიზიკოსმა მედიისთვის მისი ნაშრომი უფრო მარტივი გახადა და თავებადაც დაყო.

გადასვლა

-ხველება რომ დამეწყო, ვიგრძენი როგორ მტკიოდა ყელი, მეხუთებოდა სული, გული მეპარებოდა, მერე უცბად ჩემი სხეული ძალიან მსუბუქი გახდა და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ახალგაბადებული-ლაღად, ვერაფერს ვხედავდი, ვგრძნობდი, მაგრამ უკვე აღარაფერი მტკიოდა და მივფრინავდი რაღაც დიდ მილში, რომელშიც უამრავი ულამაზესი პეიზაჟი იყო. სულ თანაბარი ნათელი იყო, არც გვირაბი იყო ეს და არც მის ბოლოში სინათლე, რაც აქამდე მსმენია. ეს სულ სხვა მილი იყო-სხეულს და ტკივილს ვერ ვგრძნობდი, არც გულისცემა მესმოდა, მაგრამ აზროვნება არ დამიკარგავს. ვისხენებდი უკვე სხვაგან დატოვებულ ცხოვრებას და ყველაფერს ვხედავდი რაზეც კი გავიფიქრებდი, მაგრამ კადრები ძალიან ნელა გადიოდა. ფილმებშ შენელებულ კადრს ჰგავდა ის, რასც ვხედავდი. მერე მომინდა ჩემი სახლი მენახა, აზრით გადავედი კიდეც, ოთახებიც მოვიარე და ძველი, გატეხილი ტელევიზორიც დავინახე, მაგრამ ყველამხრიდნ ვხედავდი-იმასაც კი ვხედავდი როდის და სად ააწყვეს, ნაწილებს როგორ დებდნენ, ამწყობი კონსტრუქტორიც კი ვნახე და უცებ ვიცოდი მისი ცხოვრების ყველა დეტალი, რომ უბინაო იყო, რომ სიდედრთან უკმაყოფილება ჰქონდა…ისიც კი დავინახე რატომ არ მუსაობდა ტელევიზორი, ვნახე რომელი ნაწილი აკლდა, სად უნდა ჩასმულიყო და უცბად ტელევიზორი ამუშავდა.

ისეთი რამეები ვიცოდი, რომელიც არასდროს წამიკითხვას, წინასწარ ვიცოდი ამა თუ იმ ხედის მერე რა იქნებოდა, ვიცოდი 2 წუთის მერე სად ვიქნებოდი და რას ვნახავდი და მივხვდი, რომ მე მარტო არ ვიყავი, რომ მე მივყავდი ჩემთვის უხილავ არსებას, მე მას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი და მე მივხვდი, რომ ეს იყო ღმერთი. ვგრძნობდი როგორ ვუყვარდი მას და როგორ მიფრთხილდებოდა-ვიყავი ძალიან ლაღი, ჰაეროვანი და ბედნიერი. ისეთი სილამაზე იყოს, საითაც გავიხედავდი თვალს ვერ ვწყვეტდი-იცით როგორი განცდა იყო-თითქოს კომპიუტერულ თამაშში ვიყავი-მკვეთრი კაშკაშა ფერებით და დეკორაციებით. მერე უცებ რაღაცამ შემანჟღრია, ვიგრძენი როგორ მეწეოდა რაღაც ძალა და ირგვლივ ყველაფერი ქრებოდა და ფერმკრთალდებოდა. ბოლოს ყველაფერი გაქრა და მე დავინახე ჩემი შეშნებული და ნამტირალევი და.

შედარება

„იმ ქვეყნად“ პროცესები არ არის განვრცობილი დროსა და სივრცეში, ობიექტბი წარმოდგენილია როგორც ინფორმაციული ბლოკები, რომლებიც განსხვავებულია ერთმანეთისგან როგორც ფორმით, ისე ადგილმდებარეობით, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და დრო არ წყდება. ერთიანი სტრუქტურაა, რომელშიც ყველაფერი ისე მიდის, როგორ დავალებასაც იძლევა წამყვანი სუბიექტი ანუ ყველაფერი ღმერთის კანონით მიმდინარეობს. ამ კანონს ემორჩილება ნებისმიერი ობიექტის თუ მოვლენის წარმოქმნა, გაუჩინარება, შეცვლა, მათ რიცხდშია დროც. დრო „იმ ქვეყნად“ მხოლოდ ღმერთს ემორჩილება. აქ ადამიანსაც შეუძლია გავლენის მოხდენა მხოლოდ გარკვეულ პერიოდში, ჩემი მაგალითით ვიცი, რომ სწორედ ჩემი აზროვნება ცვლიდა იმ მილსაც, რომელშიც მივფრინავდი, მოგონებებსაც და რელიეფსაც.

ასე მეგონა ფილმ „მატრიცას“ პერსონაჟი ვიყავი და გიგანტურ კომპიუტერულ თამაშში მოვხვდი. ორივე სამყარო-ჩვენიც და „იმქვეყნიურიც“ რეალურია! ეს ორივე სამყარო ერთმანეთთან ძალიან დიდ კავშირშია.

ჩვენი სამყარო გააზრებისთვის უფრო მარტივია, ვიდრე „იმქვეყნიური“, ჩვენთან სხეული მართავს, იქ კი აზროვნება. სწორედ ამიტომ არის, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ყველა განსხვავებულად აღწერს იქაურობას, რადგან ყველა ხედავს იმას, რისი დანახვაც მას თავად უნდა. ამქვეყნად ცოდვილი ხედავს ჯოჯოხეთს, რადგან თავად ეშინია და ახსენდება ყველა ცუდი საქმე, რაც კი სიკვდილამდე ცაუდენია, კეთილი კაცი კი ხედავს სამოთხეს, რადგან იმას იხსენებს, რაც კარგი გაუკეთებია. ჩემთვის სიკვდილი იყო საოცარი შვება, თავისუფლება და სიმსუბუქე.

რჩევა

კლინიკურ სიკვდილამდე აბსოლუტურდ ურწმუნო ვიყავი, გაცოცხლების შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, დავიწყე წმინდა წერილების და ბიბლიის კითხვა, რადგან სწორედ მასშია ყველა მინიშნება, მასშია იმქვეტნად გადასვლისთვის მზადება და მზა რეცეპტი, როგორ გადახვიდე იმ ცხოვრებაში უმტკივნეულოდ და როგორ იგრძნო მთელი სიმშვენიერე იმქვეყნიური სამყაროსი. სულ ადვილია ეს ყველაფერი, იმისათვის, რომ ზიანი არ მიაყენო საკუთარ თავსაც და სხვასაც, უნდა იცხოვრო ბიბლიის კანონებით, ღმერთმა წმინდა წერილები გვიბოძა იმისთვის, რომ ეს არის ადამიანის უსაფრთხოების ტექნიკის გასაღები აქაც და იქაც.

სიკვდილის აღარ მეშინია, მე უკვე ვიცი, რომ ეს არის კარი სხვა რეალურ სამყაროში!