ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა

 

ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი  ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თანდათან იზრდება. როგორც ირანის  სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, ამ დროისთვის 211 ადამიანია გარდაცვლილი,  1700 ადამიანმა კი  სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დაღუპულთა უმრავლესობა ირანის მაცხოვრებელია.

7,2 მაგნიტუდის სიმძლვრის მიწისძვრა ირანი-ერაყის საზღვარზე 12 ნოემბერს მოხდა.