აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვ. მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის თანახმად, სკვერში გამოიცვლება ბორდიურები, შეკეთდება და შეიღებება ლითონის ღობე, კედელი, მოხდება კიბეების რეაბილიტაცია, დაიგება მოზაიკური ფილები. სკვერის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ახალი ურნები და სკამები, ტერიტორიაზე მოხდება მწვანე საფარის დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სკვერში აღმართულია სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჟიული შარტავას ხსოვნის ნიშნად დაიდგა.

 

 

 

კომენტარის დატოვება