სახელმწიფოს მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები უნდა მართავდნენ…

„სამთავრობო სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები სახელმწიფო მართვის  ოპტიმიზაციის  აუცილებელი პირობაა” – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

„გასულ წლებში მსგავსი ცვლილებები, რომელსაც წინა ხელისუფლება ანხორციელებდა, სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის შიდასახელისუფლებო ინტერესებით და კონიუქტურით იყო განპირობებული. სახელმწიფოს  მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები უნდა მართავდნენ, მაგრამ გვყავდა და ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ გვეყოლება ისეთებიც,  რომლებსაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნდათ, თუ რა იყო გასაკეთებელი. ასეთი მინისტრის სამწუხარო მაგალითი  ალექსანდრე ჯეჯელავა გახლდათ. მან თავის მინისტრობის ვადაში ვერ შეძლო, სამინისტროს განვითარების  მკაფიო გეგმა წარმოედგინა. იმედი მაქვს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა მხოლოდ ლოკალური პრობლემების გადაჭრით არ შემოიფარგლება და მეტ დროს დაუთმობს საკურატორო დარგების სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობას”, – განაცხადა მეტრეველმა.