ზვიად ტომარაძე: მაჯლაჯუნების მორიგი მავნებლობა!..

“მაჯლაჯუნების მორიგი მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ!”-ასე აფასებს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მოთხოვნას.

-„მაჯლაჯუნების მორიგი მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ! საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსება უნდა აიკრძალოს!“-აცხადებს ტომარაძე.

შეგახსენებთ, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. არასამთავრობო ორგანიზაცია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მიღებულ კანონს დისკრიმინაციულად აფასებს და მისი რამდენიმე მუხლის არასკონსტიტუციურობაზე საუბრობს.

როგორც განმარტავენ, კანონის მიხედვით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მიიღონ კანონით დადგენილი შეღავათები.

“იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და არ არიან საქართველოს მოქალაქეები, კანონი დისკრიმინაციულად არ აძლევს საშუალებას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები,“ – აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება