“ძალა ერთობაშია – საქართველო არის შენი, ჩემი და ჩვენი…”

ქეთი მიქაძე

საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე ამჟამად საბერძნეთში იმყოფება და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, თუმცა სანამ ქუთაისში დაბადებული გოგონა ამ წერტილამდე მიაღწევდა, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა. ჰქონდა ლეგალიზაციის პრობლემაც. საკმაოდ ბევრი იშრომა თვითდამკვიდრებისთვის, რაც საკმაოდ რთულია და განსაკუთრებით სამშობლოდან შორს…

როგორ გაუმკლავდა არსებულ პრობლემებს და რას აპირებს მომავალში ამას თავად ლიკას პასუხებიდან შეიტყობთ.

-ლიკა რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება საბერძნეთში და რამდენად გამართლა შენი მოლოდინები?

-საბერძნეთში ჩამოვედი მაგისტრატრის ხარისხის მოსაპოვებლად 2016წლის აგვისტოში და საბოლოოდ შევარჩიე სწავლა კარდაფის მეტროპლიტენ უნივერსიტეტის ათენის კამპუსში  მარკეტინგის მიმართულებით გამეგრძელებინა,რომელი პროგრამაც სიტი იუნიტი კოლეჯს აქვს  , თუმცა დღეს რომ ამ არჩევანს ვაკეთებდე ამ  ინფორმაციით და გამოცდილებით,რაც უშუალოდ მე გამოვიარე სხვა არჩევანს გავაკეთებდი. დავიწყოთ იმით, რომ  ლეგალიზაცის საკითხის მოსაგვარებლად უშუალოდ მე მომიხდა გადამეხადა საკმაოდ დიდითანხა, რათა უნივერსიტეტს რომლის სტუდენტიც ვიყავი შესაბამისი უწყებისათვის ეცნობებინა ჩემი სტუდენტობის შესახებ, უნივერსიტეტმა კი ეს მხოლოდ ნახევარი თანხის ჩარიცხვის შემდგომ გააკეთა ,რომელიც მოძიებაც იმ დროისთვის ჩემთვის საკმაოდ დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ  მე არვიცოდი სხვა გზა თუ არსებობდა და იძულებული გავხდი ინფორმაციის არ ქონის გამო დავთანხმებულიყავი მათ პირობებს. შემდგომ კი გავარკვიე რომ საბერძნეთში სწავლის გაგრძელება გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსებითაც ყოფილა შესაძლებელი და ამასთან ლეგალიზაციის ის ხელოვნურად შექმნილი პრობლემებიც არ არსებობს რაც მე შემხვდა. რომლის შესახებაც მე პირადად ჩემს რესურსებს არ დავზოგვ რომ მივაწოდო ინფორმაცია ყველა იმ სტუდენტს რომლებსაც სწავლის გაგრძელება საბერძნეთში სურთ.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საბერძნეთში ჩემთვის მაინც ჩემს სფეროში გამოცდილების შეძენა იყო , ვინიდან სტაჟირება გავიარე საბერძნეთში საქართველოს საელჩოში, რაც ჩემთვის ამ ასაკში უდიდესი გამოცდილება და პატივი იყო და არის . მე მომეცა საშუალება პროფესიულ განვითარებასთან ერთად შემძინა დღეს უკვე ჩემთვის ძვირფასი ადამინები.  ასევე ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა ,რომ ვმუშობ ათენის ვახტნგ მეექვსის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში  ისტორიის მასწავლებლად  რაც დიდსიამოვნებას მანიჭებს ვინაიდან ურთიერთობა მიხდება დიასპორაში აღზრდილ ჩვენს პატარა თანამემამულეებთანდა მე მით ძალიან ვამყობ

სულ ახლახანს კი მერგო პატივი  ვუხელმძღვანელო საქართველოს -საბერძნეთის სტუდენტური ასოციაციას, ორგანიზაციას რომელიც 2011 წელს შეიქმნა და საკუთარი საქმიანი წარსული აქვს, ვფიქრობ ის გახდებაის  ადგილი ,რომელიც არაერთ ახლგზრდას დაეხმარება და მოემსახურება განათლების განვითარების პროპაგანდას.

-ახლა ცოტა რამ გვითხარი ორგანიზაცის შესახებ ,რას გეგმავთ და რას აპირებთ?

საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის  ასოციაცია, რომელიც  2011 წელს შეიქმნა იმჟამად საბერძნეთში საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნ ირაკლი თავართქილაძის მხარდაჭერით  2012 წლიდან უკვე რეგისტრირებული ორგანიზაციაა საბერძნეთის კანომდებლობის შესაბამისად და  არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორი , თანაორგანიზტორი თუ ორგანიზატორი იყო. აღსანიშნავია 2011 წელს საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტთან ერთად განხორციელებული ქართველ სტუდენტთა ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს  შვიდი მთავარი უნივერსიტეტის , სტუდენტური თვითმმართველობის 15 წარმომადგენელმა მიიღო, ხოლო ათენში პროექტს პატრონაჟს ინდიანაპოლის უნივერსიტეტი უწევდა. 2011 წელსვე ორგანიზციამ შეძლო და პირველმა ჩვენი, საბერძნეთის ქართული დიასპორის ისტორიაში განახორციელა  უპრეცედენტო პროექტები ახალგაზრდებისათვის  ,,წლის  სტუდენტის დაჯილდოება“ და სპორტული ტურნირი ,,საბერძნეთის ქართული დიასპორის თასი“, რომელიც არაერთი ადგილობრივი ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად 2013 წელსაც გაიმართა საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და მის ფინალურ მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი კოტე სურგულაძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბ-ნი ლევან ყიფიანი დაესწრნენ და ა.შ ასოციაცის პრეზიდენტი იყო ავთნდილ გიუნაშვილი და ამა წლის სექტემბერში გავხდი პრეზიდენტი,ორგანიზაციას კარგი სტარტი აქ აღებული და ასევე გაგრძელებს მუშაობას ,განვახორციელებთ ახალ პროექტებს ,რომლის მიზანი და ამოცანა ბერძნულ ქართული ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება , ამჯერად კი ახლგაზრდების ჩართულობით.

-ძალიან საინტერესო პროექტია წლის სტუდენტი რას ფიქრობ,რა პროექტები უნდა განხორციელდეს საბერძნეთსა და საქართველოში ,რომ მეტი ურთიერთობა არსებობდეს ქართველ და ბერძენ ახალგაზრდებს შორის ?

„წლის სტუდენტი „არის პროექტი ,რომელიც აქ მყოფ ქრთველ სტუდენტებს მიცემს მოტივაციას ,რომ მისი შრომა დაფასდა  სათანადოს და კიდევ მეტი შემართებით გაგრძელებს სწავლას.ემსახურება აღნიშნული პროექტი განათლების პროპაგანდის განვითარებას და ხელშეწყობას. რაც შეხება რა პროექტები უნდა განხორციელდეს,როგორც ვიცით,საქართველოს და საბერძნეთს შორის 25წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და ასოციაციის მიზანი სწორედ ისაა, რომ კიდევ უფრო გაძლიერება ამ ურთიერთობის ,ორი ქვეყნის  ახალგაზრდების ჩართულობა მომავალი პრესპექტიული ურთიერთობების განსავითარებლად.  ახალგაზრდა თაობა მწმს, რომ წარმოადგენს ქვეყნის მომავალს.ძალა ,რომელსაც სჭირდებათ განვითარება .პირველ რიგში საქართველოს პოპულიზაციის გაძლიერება, ვფიქრობ საჭიროაჩვენი მხრიდანაც ხმა მივაწვდინოთ ბერძენ სტუდენტებს საქართველოს შესახებ და ჩვენს ქართველ სტუდენტებს უძველესი ისტორიული ,კულტურული ქვეყნის შესახებ.

ვფიქრობ ასევე რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმრთულება საბერძნეთსა და საქართველოს შორის გაცვლითი პროგრამები უნდა გახდეს,  ასევე ვგეგმავ ,რომ განვახორციელოთიმიტირებული მოდელირებები ,სპორტული თუ კულტურული აქტივობები ,რომელიც გაერთიანებს არამარტო ბერძენ და ქართველ სტუდენტებს არამედ დიასპორული ორგანიზაციებიც იქნებიანჩართულები საერთო ინტერესის ფარგლებში.

-საქართველო სახელმწიფო ახსენე ,შენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ,ფიქრობ რომ სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი კეთდება ამ მიმართულებით?

კი,ვფიქრობ რომ ტენდენცია ცალსახდ დადებითია და ბევრად უფრო აქტიურიც, მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ და საქართველოს მიგრაცის სამთავრობო კომისიის მიერ შემუშვებულ 2016-2020 წწ. -ს სტრატეგიებში გამოკვეთილი პრიორიტეტები პირდაპირ პასუხობს ამ კითხვას ,რადგან მიზან მიმართულად ხორციელდება დიასპორისადმი ხელშეწყობა და შესაძლო არსებული პრობლემების გამოკვეთა და აღმოფხვრა .ხაზს გასასმელია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალი ინოვციური პროექტი „ქართული ენის დისეტნციური სწავლების პროექტი –  ათენში ბერძნულ სახელმწიფო სკოლაში ქართული ენის სწავლების სისტემური სწავლების ანერგვა, რომლებიც დიდ დახმარებას გაგვიწევს, ჩვენ თანამემამულებს -შევინარჩუნოთ მშობლიური ენა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ იოსებ ნანობაშვილიდა მასზედ   დაქვემდებარებული უწყება ძალისხმევას არ იშურებს და წარმატებულად ახორციელებს ყველა იმ ნაბიჯს ,რომელსაც დიასპორაზე ზრუნვა დ საქართველოს განვითარება ქვია.

– და ბოლოს ,შენ როგორც წარმტებული ახალგაზრდა რას უსურვებდი შენს თანატოლ დიასპორასა და სამშობლოში მყოფ ახალგაზრდებს ?

მე ვუსურვებდი ჩემს თანატოლებს პირველ რიგში შრომას ,არასოდეს დაიხონ უკანმაშინაც კი როდესაც მიზნის ახდენის მხოლოდ მათ სჯერა.იყვნენ პასუხისმგებლიანებ,იკითხონ მეტი ,უნივერსიტეტში არსებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ ,იმიტომ ,რომ პრქტიკაში თეორის 10%-ც კი არაა.დიასპორაში მყოფ ახალგაზრდებს გამძლეობას და თავისი მიღებული ცოდნის გამოყენებას ,როგორც საკუთარი თავისთვის და ასევე ქვეყნისთვის მე პირადად ჩამოვედი იმიტომ ,რომ ვიყო იმაზე კარგი ვიდრე ვიყავი წარსულში ,მივიღო იმაზე მეტი ცოდნა ვიდრე მქონდა .დიასპორაში მყოფ ახალგზრდებს მეტად შეუძლით ღირებული საქმის კეთება ჩვენი სამშობლოსთვის,რაც შეხება საქართველოში ჩემ თანატოლებს იგივეს ვუსურვებდი, რადგან ძალა ერთობაშია – საქართველო არის შენი, ჩემი და ჩვენი…