“მოლდოვას მუსლიმთა უპრეცედენტო შემოჭრა ემუქრება! ჩვენს მიწას წაიღებენ!”

გენადი ვაკულოვსკი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცნობილი გახდა მოლდოვას რესპუბლიკის ამჟამინდელი მთავრობის გეგმის ახალი შოკისმომგვრელი დეტალები, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვას გულისხმობს. ჩვენს ქვეყანას მუსლიმთა უპრეცედენტო შემოჭრა ემუქრება.

მუსლიმთა მიერ დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაპყრობასა და მოლდოვის რესპუბლიკაში მათი დიდი რაოდენობით შემოდინების საფრთხეს შორის სხვაობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ისლამური სამყაროს იმ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებიც ევროკავშირის წევრ მდიდარ ქვეყნებს მოედნენ, ჩვენს მიწაზე დასახლების მსურველი მუსლიმები არც ლტოლვილები არიან და არც ეკონომიკური მიგრანტები. ისინი იმ არაბული ოჯახებისა თუ კომპანიების წარმომადგენლები არიან, რომლებიც უზარმაზარ კაპიტალს ფლობენ, პოტენციურ „ინვესტორებად“ გვევლინებიან და იმისთვისაც საკმაოდ დიდი ფული აქვთ, რომ მოლდოვას პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაამყარონ კონტროლი.

მოლდოვას მთავრობის წევრებსა და არაბული ქვეყნების ფულს შორის არსებული დანაშაულებრივი კავშირი

ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება სრულიად მართებულად იკითხოს, თუ რა კავშირი აქვს ამ სამთავრობო პროგრამას მუსლიმი მოსახლების შემოჭრის საფრთხესთან. პასუხი მარტივია: როგორც tv8.md, St.Lucia News-ზე დაყრდნობით იუწყება: იმ კონსორციუმის ერთ-ერთი წევრი კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი „ინვესტირების გზით მოქალაქეობის მოპოვების“ პროგრამის განსახორციელებლად,„MIC Holding LLC”, დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში მდებარეობს.

მეორე მხრივ, newsmaker.md ნათელი მოჰფინა კიდევ ერთ შემაშფოთებელ გარემოებას: ამავე კონსორციუმის ერთ-ერთი წევრი კომპანია, რომელიც მოლდოვის მთავრობამ შეარჩია „ინვესტირების გზით მოქალაქეობის მოპოვების“ პროგრამის განხორციელებისათვის, Henley & Partners, სერიოზულ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული. მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია, რომელმაც მოქალაქეობის გაყიდვის საკითხზე გამოძიება დაიწყო, 2017 წლის ოქტომბერში მოკლეს. მისი მანქანა დამონტაჟებული ბომბის ამოქმედების შედეგად აფეთქდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ინვესტირების გზით მოქალაქეობის მოპოვების პროგრამა საერთაშორისო დონეზე სტრარტს ნოემბერში, სწორედ დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში აიღებს, სადაც მოქალაქეობის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, ამის შესახებ IPN იუწყება, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიტალი იურკუს სიტყვების ციტირებას ახდენს. IPN აღნიშნავს, რომ მოლდოველი მაღალჩინოსანი არ მოერიდა Canal 2-ის გადაცემა „დღის თემაში“ ამ დეტალების გასაჯაროვებას.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირებს ატალახებული ჰქონდათ არაბთა გაერთიანებული საემიროების და კატარის სასახლეები „ინვესტიციების ძებნაში“ და როგორც ჩანს, იპოვეს კიდეც.

ევროკავშირი სიბრალულით დაიპყრეს, მოლდოვა კი ფინანსურად მოისყიდეს

თუ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა, მიგრანტების უზარმაზარი ტალღა იყო საჭირო, მოლდოვას რესპუბლიკისათვის (რომელიც საერთოდ არ არის მიმზიდველი ასობით ათასი ადამიანისთვის, რომელთა ნაწილი მართლა ომს გაურბის) სხვა გზა მოიძებნა. მთავრობის წყალობით, რომელიც ფულის გონდაკარგულ წყურვილს არის დამორჩილებული, მუსლიმთა რამდენიმე ქვეყნის კაპიტალის გამო მოლდოვამ ფართოდ უნდა გაუღოს კარი მიგრანტებს. ოფიციალურ კიშინიოვს არ აღელვებს ამ ჯოჯოხეთური გადაწყვეტილების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და მორალურ-სულიერი შედეგები. ამგვარი ქმედებისთვის, მოლდავეთის მთავარი შტეფან III დიდი მათ თავებს დააჭრიდა, ხოლო ვლად III ცეპეში დიდი ეროვნული კრების მოედანზემათ სარზე გასვამდა.

მოლდოველების სასოფლო-სამეურნეო მიწები – მდიდარი უცხოელების მთავარი სამიზნე

რა შეიძლება იყოს მოლდოვაში უცხოელების (მათ შორის უმდიდრესი მუსლიმების) მთავარი ინტერესი, თუ არა ჩვენი ნაყოფიერი მიწა?! სამშენებლო სექტორში ბიზნესი მათთვის არ არის საკმაოდ მიმზიდველი, ვინაიდან ინვესტორები ამ სფეროში უკვე საკმაოდ ბევრია. საბანკო მომსახურეობის ბაზარი ძალიან პატარაა, რომელიც ძირიდათად უკვე დასავლურ კაპიტალს უპყრია და არაბებისთვის იქ დიდი ადგილი არ არის დარჩენილი. სავარაუდოდ კაპიტალის ნაწილის დაბანდება ინდუსტრიულ საქმიანობაში მოხდება. თუმცა, კვალიფიციური (სათანადო უნარ-ჩვევების) მქონე სამუშაო ძალის ნაკლებობა ხელისუფლებას აიძულებს ამ სფეროშიც მიგრანტები დაასაქმოს.

ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი პერსპექტივის მქონე სექტორად სოფლის მეურნეობა რჩება, რომლის ადგილობრივი ძალებითა და რესურსებით განვითარებაც ოფიციალურ კიშინიოვს არ სურს. მოლდოვას მოქალაქეობის შეძენის მსურველი ინვესტორები შეეცდებიან იმდენი სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელში ჩაგდებას, რამდენსაც შეძლებენ. ეს მიწები სწორედ ამ ნაყიდი მოქალაქეობის მქონე უცხოელების გამდიდრებას მოხმარდება. ჩვენი მიწისგან მაქსიმალური სარგებელის მიღების მიზნით უცხოელები გამოიყენებენ მოწინავე ტექონოლოგიებს, მიიღებენ საკვებ პროდუქტს, რომელსაც ისევე ჩვენ მოგვყიდიან და ექსპორტით სხვა ქვეყნის ბაზარზე გაიტანენ. მოლდოველები დგანან საფრთხის წინაშე, საკუთარ ქვეყანაშივე გადაიქცნენ მუსლიმი ბატონის მსახურებად, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკას არაბი შეიხების კოლონიად გარდაიქმნა ემუქრება.

ფინანსური ამნისტია და ფულის გათეთრება?

evzmd.md ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ეკონომიკის ექსპერტი, ვიაჩესლავ ნეგრუცა, გამოთქვამს მოსაზრებას მთავრობის ამ მზაკვრული და სკანდალური ქმედების შესახებ. ნეგრუცა აღიარებს, რომ მოლდოვას მოქალაქეობის უცხოელებისთვის მიყიდვა პირდაპირ კავშირშია ფინანსური ამნისტიის პროექტთან, ვინაიდან მისი შეტანა პარლამენტში მოხდა იმავე დროს და ხელს პარლამენტის დეპუტატების იგივე ჯგუფი აწერდა. ექსპერტი ხაზგასმით გამოთქვამს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ამ გზით ქვეყანაში მოხდება იმ ფინანსური სახსრების შემოტანა და კანონის ფარგლებში მოქცევა, რომლებიც საბანკო სისტემიდან იქნა მოპარული სქემით, რომელიც „მილიარდის მოპარვის“ სახელით არის ცნობილი. რეჟიმის დამცველები ირწმუნებიან, რომ ეს არ მოხდება, ვინაიდან განახორციელბენ იმ ადამიანების და მათი ფინანსური სახსრების სერიოზული ფილტრაციას, ვინც მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობას მოითხოვს. ნეგრუცას განცხადებით, მოლდოვას მთავრობამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო მალტაში განხორციელებული პროგრამის მიხედვით. მაგრამ, მთავარი, რაც მოლდოვაში დაწყებულ პროგრამასგანასხვავებს, არის ის, რომ მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეძენის გზით. ნეგრუცას თქმით, „ეს არის ერთგვარი კრედიტი და ხუთი წლის შემდეგ სახელმწიფობიუჯეტიდან, რომელიც ამ დროის მანძილზე გადასახადებიდან ამოღებული თანხებით შეივსება, ამ ფულსპროცენტებით დაუბრუნებს იმ ახალ მოქალაქეებს, რომლებიც ამასობაში მოლდოვას რესპუბლიკის პასპორტს აიღებენ. ამ პროგრამის წყალობით ჩვენი ქვეყანა მოიზიდავს უფრო მეტ ადამიანს, ვისაც სურს თავისი საეჭვო წარმომავლობის ფინანსური საშუალებების გათეთრება“.

მოქალაქეობით ვაჭრობა ჭარბი ლიკვიდურობის პირობებში

იგივე წყარო იუწყება, რომ ეკონომიკის ექსპერტის, ვიორელ გირბუს თქმით, მოლდოვა დღეს დგას ჭარბი ლიკვიდურობის წინაშე და ქვეყანა არ განიცდის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების საჭიროებას. ის ასევე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები სამ მილიარდ დოლარს აღწევს, საიდანაც სულ მცირე ერთი მილიარდი ჭარბია. გირბუ გაკვირვებულია, რომ ამგვარ ვითარებაში მთავრობა არ გამოდის ინიციატივით, გამოიყენოს არსებული საშუალებები ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისთვის. „თუ ჩვენ არ შევცვლით ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის დამახასიათებელ შიდა სტრუქტურულ პრობლემებს, რაში უნდა გამოვიყენოთ ფული, რომელიც უცხოეთიდან შემოედინება“, კითხულობს ვირბუ.

მოლდოვა – მუსლიმთა კაპიტალით ოკუპირებული და გამუსულმანებული?

ამ სახელმწიფო პროგრამის ეკონომიკური შედეგების ანალიზის გარდა, ჩვენს შეშფოთებას ასევე უნდა იწვევდეს ჩვენი საზოგადოების ბედი, იმ შემთხვევაში, თუ მუსლიმთა კაპიტალი მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციულიამოცანების მთავარი ელემენტიგახდება. ფინანსურ ინვესტიციებთან ერთად, ეს უცხოელი ინვესტორები ჩვენ ქვეყანაში შემოიტანენ თავიანთ ადათ-წესებს.ისინი არ დამშვიდდებიან, სანამ არ მოიპოვებენ პოლიტიკურ გარანტიებს თავიანთი ინვესტიციების დასაცავად. სწორედ ამიტომ, მათ ენდომებათ თავიანთთვის ხელსაყრელი მთელი რიგი რეფორმების „მხარდაჭერა“, ხოლო მოლდოვაში შემოტანილი კაპიტალის უკან მდგომი და ამ გზით მოქალაქეობა მიღებული პირების ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში გარკვეული ნაბიჯი გახდება იმისკენ, რომ ამ ახალმა მოქალაქეებმაამომრჩეველთა სიაშიც მოიპოვონ ადგილი და თანამდებობებზეცმოხვდნენ. პოლიტიკას, რომელსაც ისინი დაუჭერენ მხარს პარლამენტში, არაფერი ექნება საერთო მოლდოველების ქრისტიანულ-მართმადიდებლური იდენტობის დაცვასთან. ინვესტირების გზით მოქალაქეობის მოპოვების ახალი მსურველების რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ჩვენ კი შემდეგი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: ახალი მოქალაქეები მოითხოვენ ყველანაირი უფლების, მათ შორის რელიგიური უფლებების დაცვას. თუ მათ ეყოლებათ წარმომადგენლები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში (ანდაც უბრალოდ ექნებათ საკმარისი თანხა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების მოსასყიდად), ისინი მხარს დაუჭერენ მეჩეთების ქონას.თუ აქამდე ისლამის მიმდევართა რეგისტრაცია მოლდოვაში შესაძლებელი იყო იუსტიციის მინისტრის ხელმოწერით, რომელიც თვითონ არ არის ისლამის მიმდევარი, წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოყვეს ისლამის მიმდევართა მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებში შეღწევას. მათი აგრესიული ქცევა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში თვალშისაცემი მაგალითია.

2018 წელი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, წმინდა შტეფან დიდის წლად გამოაცხადა. რა გული აქვთ იმ ლიდერებს, რომლებიც ამ დიდი მმართველის მონუმენტთან ყვავილებს აწყობენ, მისივე წლად გამოცხადებულ პერიოდში სამშობლოს გამყიდველ კანონებს იღებდნენ. მოლდოველებს შორის ვიღას შერჩა იმის ილუზია, რომ დღევანდელი მმართველები ასეთი დიდი წინაპრების ღირსეული შვილები არიან და არა ბოროტი მამონას თაყვანისმცემლები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ყიდიან.

დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი თუ პარტია, ეკლესია, სახელმწიფო ინსტიტუტები, აკადემიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, ექსპერტები ყველა სფეროდან ვალდებულნი არიან გაერთიანდნენ იმ დიდი ბოროტების შესაჩერებლად, რომელიც დღევანდელმა მიმტაცებლებმა მოგვახვიეს თავს.

უცხოელებისთვის, ნაყიდი მოქალაქეობის წყალობით, ჩვენი მიწა გახდება ხელმისაწვდომი. მათი უდიდესი ფულის წყალობით, ისინი ჩვენს მიწას წაიღებენ.
შევაჩეროთ ისინი, სანამ ძალიან გვიან არ არის.

წყარო: http://flux.md/…/muslim-invasion-in-moldova-through-sold-ci…