ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები პრემიას მიიღებენ

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები პრემიას მიიღებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის იქნება თანხა.

ლევან იზორიას თქმით, დღეს პრემიერმინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანი წარმოებისთვის.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიით დავაჯილდოოთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იქ იდგება, სადაც ამის საჭიროება იქნება.