ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიას მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„სამართალდამცველების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მათ დაკავშირებას, რადგან ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ამიტომაც მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის ჩვენებას, არამხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა კომენტარების შერჩევისას.

ამასთან,მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს მოქალაქეთა მიერ გადაღებული მასალის ეთერში გაშვებას. სპეცოპერაციის გაშუქებისას მედიამ, ერთის მხრივ, არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორეს მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ“ – წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.