არჩევნები 2017 – მონიტორინგის შუალედური ანგარიში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის 

შუალედური ანგარიში

I ტური

2017 წლის 22 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 21 ოქტომბერი. აქედან გამომდინარე დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიცავს 2 თვეს .

წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პოლიტიკური პარტიების აქტივობა ხელს უწყობდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. სახელისუფლებო  და ოპოზიციური პარტიების კანდიდატები , საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყვნენ ცნობილი . პარტიათა აქტიურობის მიუხედავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი გუნდის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა.  წინა წლებთან შედარებით 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ბევრი ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, კერძოდ:

  • მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია.
  • ოპოზიციური კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა.
  • აგიტაციაში საჯარო მოხელეების კანონდარღვევით მონაწილეობა.

ჩვენი მონიტორების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩვენს კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა საარჩევნო მონიტორინგი მოხალისე დამკვირვებლების დახმარებით სექტემბრიდან დაიწყეს. წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ვაკვირდებოდით გურიაში, აჭარის რამდენიმე ოლქში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და თბილისში. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებიდან ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ და ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“ არის აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნოდ შექმნილი საინფორმაციო/საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ასევე მონაწილეობას იღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში. აქედან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში,  დარღვევებზე ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით აუდიტის სამსახურს და უწყებათაშორის საბჭოს.

 

გრძელვადიანი მონიტორინგის პერიოდში ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რამდენიმე ტიპის დარღვევა :

 

  1. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

1.1.ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნინოშვილის გამგებლის წარმომადგენელი აგიტაციას ეწეოდა ,,ქართული ოცნების“ სასაგებლოდ. ჩვენი საჩივრის საფუძველზე შესაბამისმა საარჩევნო ოლქმა იმსჯელა და გამგებლის წარმომადგენელი დააჯარიმა 2000 ლარით.

  1. სავარაუდო ზეწოლის და მუქარის ფაქტი.

2.1 ჩვენი განცხადების საფუძველზე შსს-ს მიერ დაიწყო მოკვლევა დუშეთის რაიონის სოფ. ქვეშეთში პედაგოგის მიერ სავარაუდო მუქარის ფაქტზე.

2.2 გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტი  ლანჩხუთის რაიონის პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატზე.

  1. ფინანსური დარღვევა.

3.1 დემოკრატიული მოძრაობის ფოთის მერობის კანდიდატის მიერ   პლაკატების დაბეჭდვის ხარჯის დაფარვა მოხდა პირადი ხარჯებიდან. ამ ფაქტზე განცხადება შესულია აუდიტის სამსახურში და მიმდინარეობს მოკვლევა.

 

  1. დაფინანსებული კამპანიები სოციალურ ქსელში.

4.1 ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მუდმივად ჩნდებოდა ინკოგნიტოდ    დაფინანსებული გვერდები, სადაც ამა თუ იმ  კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

  1. სავარაუდო ზეწოლა და ზეგავლენა.

5.1  წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა 196 რეგისტრაციიდან მოხსნილი მაჟორიტარი კანდიდატი და 21 მერობის კანდიდატი. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები გახდნენ ზეწოლის მსხვერპლნი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან და ამიტომ მოხსნეს კანდიდატურები, თუმცა აღნიშნულს თავად კანდიდატები არ ადასტურებენ.

  1. საარჩევნო ადმინისტრაცია

6.1 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობდნენ  საუბნო საარჩევნო კომისიების   დაკომპლექტების პროცესში ხარვეზებზე, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიერ ე.წ. ,,წინასწარი სიების“  არსებობაზე, მაგრამ ამის დამადასურებელი ფაქტების წარმოდგენა უჭირდათ.

6.2 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უბნებზე არჩევნების დღეს ყოფილიყვნენ  კვალიფიციურად მომზადებული კომისიის წევრები, თუმცა რიგ უბნებზე დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით , რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომისიის წევრების ცვლილებით.

  1. თავისუფალი და სამართლიანი უწყებათაშორისი საბჭო.

7.1 საარჩევნო პერიოდში იქმნება უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი. საბჭო ღიაა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის, ოპერატიულად განიხილავს ყველა მიწოდებულ ინფორმაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას. საბჭოს მუშაობას ვაფასებთ დადებითად.

  1. მედია გარემო

8.1 რეიტინგულ საარჩევნო სუბიექტებს  თანაბრად ეძლეოდათ შანსი სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუში მონაწილეობისათვის, რასაც ვერ ვიტყვით უფასო პოლიტიკურ სარეკლამო დროზე. საკმაოდ რეიტინგული დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილის საარჩევნო კამპანია უფასო საეთერო დროს მოკლებული იყო, რაც შეიძლება მივიჩნიოთ კანონმდებლობის ხარვეზად.

8.2 ტელეკომპანიების მიდგომაც  განსხვავდებოდა კანდიდატების მიმართ.

8.2.1  „რუსთავი 2“ ხშირად აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“  და ღიად უჭერდა მხარს„ერთიან ნაციონალურ     მოძრაობას“ და ამ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს.

8.2.2 „იმედი“ გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ მიმართ თვალსაჩინო ლოიალურობით.

8.2.3 „ობიექტივი“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა.

  1. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
  2. 1 ცესკომ 71 ადგილობრივი და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაცია მოახდინა. აკრედიტაცია გაიარა ასევე 82 მედია საშუალების წარმომადგენელმა. დამკვირვებლების გარდა უბნებზე ასევე საარჩევნო პროცესს თვალს ადევნებდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.

9.2 არჩევნების დღეს გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე ღიად იყვნენ აფილირებული ძირითად საარჩევნო სუბიექტებთან და უხეშად ერეოდნენ კომისიის წევრების საქმიანობაში.

  1. გენდერული ბალანსი

10.1    საარჩევნო სუბიექტების უმეტესობას და მათ შორის მმართველ პარტიას არ ჰქონდა დაცული  გენდერული ბალანსი კანდიდატების წარდგენისასს.

10.2  პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან  :

        3,15% იყო მამაკაცი

        36,85% იყო ქალი.

10.3 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან :

         83,50% იყო მამაკაცი

         16,50% იყო ქალი.

არჩევნების დღე

არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თითქმის ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა.  უბნის გახსნის პროცედურები და შემდგომ ყველა პროცედურა ჩვენს მონიტორინგს დაქვემდებარებულ უბნებში ძირითადად დარღვევების  გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა გარკვეული ტიპის ხარვეზებს მაინც ჰქონდა ადგილი, კერძოდ:

 

  1. საარჩევნო პროცედურების დარღვევის ფაქტები

ჩვენმა მონიტორებმა ბათუმის N79 და ისნის N 5 საარჩევნო ოლქში პროცედურული ხასიათის დარღვევა   დააფიქსირეს. ბათუმში ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა , რომელიც უბნის გახსნის დროს შიგნით იმყოფებოდა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ისნის ოლქში კი  უბანზე ხმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ,,ევროპელი საქართველოდან“ მარკირების შემოწმების გარეშე მისცა ხმა.

ერთ-ერთ უბანზე პირველი ამომრჩეველის მისვლის დროს ჯერ შეავსეს საკონტროლო ფურცელი და ამის შემდგომ აღმოჩინეს, რომ პირველი ამომრჩევლი არ აღმოჩნდა უბნის ამომრჩეველთა სიაში. აღნიშნულ დარღვევებზე შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები.

ლანჩხუთის N 61 სარჩევნო ოლქის N 21 უბანზე დაბრუნებული გადასატანი ყუთის  ჭრილი არ იყო დალუქული. შენიშვნის მიცემის შემდეგ ეს ხარვეზი გამოსწორდა.

2. ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლი

მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან იდგნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები სიებით და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, მართალია დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, მაგრამ ეს შეიძლება შევაფასოთ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად.

საარჩევნო უბანზე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები რეგისტრატორების სამაგიდო სიებიდან იწერდნენ გარკვეულ მონაცემებს. აღნიშნული ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ შეფასდა , როგორც ამომრჩევლის თავუსუფალი ნების კონტროლი, რადგან მათი განმარტებით ხდებოდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება. პერსონალური მონაცემების მესამე პირზე გადაცემის საჩივრით არც  ერთ ამომრჩეველს არ მიუმართავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის. ცესკო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვთ მათ ჩარევის უფლება, რათა  არ შეიზღუდოს დამკვირვებლის ან  საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის თავისუფალი მოქმედება საარჩევნო უბანზე.

დაფიქსირდა უბნები, სადაც უბნის შესასვლელებში საარჩევნო სუბიექტის ,,ქართული ოცნების“ დროშები ფრიალებდა.

  1. დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები

ხაშურის N 35 საარჩევნო ოლქის N 8 და N 45 საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები    მოითხოვდნენ ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მონიტორების უბნიდან გაძევებას, იმ მიზეზით, რომ მათ ბეიჯებზე არ იყო აღნიშნული საარჩევნო უბნის ნომერი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჩარევით ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რადგანაც აღნიშნულ დამკვირვებლებს ჰქონდათ დაშვება ყველა დონის საარჩევნო კომისიებში.

  1. საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია

ზემოაღნიშნული დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი   კვალიფიკაციის მაჩვენებელია, რადგან მათ არ იცოდნენ ვის ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება. იყო უბნები სადაც კომისიის წევრები დამკვირვებლის ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების ნებას ემორჩილებიდნენ.

  1. საარჩევნო უბნების მოწყობის პრობლემები

ზოგიერთ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ უბნებზე არ იყო გამოკრული კედელზე ამომრჩეველთა ერთიანი  სიები , რაც საარჩევნო კოდექსისი 31-ე მუხლის მე-11 ნაწილის დარღვევაა. ეს ქმნიდა პრობლემას ამ უბნებზე, რადგან ხდებოდა ისეთი პირების შესვლა საარჩევნო უბანზე, ვისაც ამ დღეს იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

 6. ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი

არჩევნების დღეს გამოიკვეთა , რომ კომისიის წევრები არასათანადოდ იყვნენ ინფორმირებულები, ბიულეტენების ბათილად ცნობის საკითხთან დაკავშირებით ,  რაც გამოწვეული იყო მოქმედ საარჩევნო კოდექსში აღნიშულ საკითხზე გაწერილი არასრული დეფინიციით.

თიანეთის N 19 საარჩევნო ოლქის N 20 უბანზე  ბიულეტინების ბათილად ცნობას მოჰყვა ის, რომ  ჯერ ერთი კანდიდატი გამოცხადდა გამარჯვებულად , ხოლო შემდეგ ხელახალი გადათვლისას მეორე. აღნიშნულ საკითხზე გაიმართა სასამართლო პროცესი, რომლის მიმდინარეობას  ჩვენი ორგანიზაციები უწევდნენ მონიტორინგს.

 მედიაცენტრი

არჩევნების დღეს ჩვენი ორგანიზაციების მონიტორების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე  ინფორმაციების გადასაცემად ფუნქციონირებდა მედიაცენტრი და ყველა დარღვევა ოთხი საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით მუდმივ რეჟიმში შუქდებოდა.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 

საჩივრები

I ტური

სულ შემოვიდა 1046 საჩივარი, განცხადება, სარჩელი.

204 – დაკმაყოფილდა

435 – არ დაკმაყოფილდა

185 – განუხილველად იქნა დატოვებული

201 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

II ტური

შემოსულია 56 საჩივარი

21 – დაკმაყოფილდა

33 – არ დაკმაყოფილდა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს თუ შევადარებთ საჩივრები გაცილებით ნაკლებია.

2016 წელს საპარლამენტო  არჩევნების ორივე ტურში სულ შემოვიდა 1614 საჩივარი, განცხადება, სარჩელი. აქედან:

334 – დაკმაყოფილდა

611 – არ დაკმაყოფილდა

251 – განუხილველად იქნა დატოვებული

209 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ამ შედეგების ანალიზით ვასკვნით, რომ ჩატარებულ ბოლო ორ არჩევნებზე საჩივრების საკმაოდ დიდი ნაწილი დარჩა მოსარჩელეს მიმართ დადებითი  გადაწყვეტილების გარეშე ან საერთოდ არ განიხილულა, რაც გავლენას ახდენს  საარჩევნო სუბიექტებზე და იწვევს ნდობის დაკარგვას, როგორც სასამართლოს მიმართ, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრებზე უარის თქმის მიზეზი ფორმალისტური ხასიათის იყო . მათი უმეტესი ნაწილი  შედგენილი იყო ხარვეზით, რომელიც მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძვლებს. ის საჩივრები, რომლებსაც შეიძლებოდა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე ფორმალისტური ხასიათის გამო, რეაგირების გარეშე დარჩა.

თიანეთში ჩატარებულ არჩევნებზე საჩივრების განხილვის მიდგომის გამო ორმაგი სტანდარტი დაფიქსირდა. საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა და დააკმაყოფილა მმართველი გუნდის მიერ შედგენილი საჩივარი რომელიც სხვა შემთხვევაში  განუხილველი დარჩებოდა. საოლქო საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება გააუქმებულ იქნა სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებით.

რეკომენდაცია: უმჯობესია შეიცვალოს საჩივრების განხილვის წესისადმი მიდგომა, კერძოდ :

  1. თუ საჩივრის არსი ნათელია, მიუხედავად დოკუმენტში არსებული უმნიშვნელო ხარვეზისა, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი განხილვა.
  2. თუ საჩივრებისრაოდენობა ართულებს მათ ვადებში განხილვის შესაძლებლობას ,უმჯობესია პირველ რიგში განიხილონ ის საჩივრები რომელთაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა საბოლოო შედეგებზე
  3. უნდა გამარტივდეს საჩივრის შედგენის ფორმა, მთავარი უნდა იყოს მისი შინაარსი და არა ფორმალისტური ხასიათი.

 

  1. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ამომრჩეველლები თავს იკავებენ საარჩევნო ადმინისტრაციიისადმი საჩივრით მიმართვისგან პროცედურათა ფორმალისტური ხასიათისა და მათი ნაკლებად ინფორმირებულობის გამო, შესაბამისად აუცილებელია ამომრჩეველთა ინფორმირება მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის კუთხით. სასურველია გამარტივდეს საჩივრის შედგენის  მეთოდიკა.

1990  წლის  კოპენჰაგენის  დოკუმენტის  5.10-ე  პუნქტის  მიხედვით,  ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების  შესწორების  ეფექტური  შესაძლებლობა  ყველას  უნდა  გააჩნდეს,  რათა ფუნდამენტური  უფლებების  და  სამართლებრივი  მთლიანობა  იყოს  გარანტირებული.  ვენეციის კომისიის „რეკომენდებული პრაქტიკის კოდექსის“ მე-2 კარის მიხედვით „პროცედურა მარტივი და ფორმალიზმისგან  დაცლილი  უნდა  იყოს,  კონკრეტულად  კი  სარჩელების  დაშვებადობასთან დაკავშირებით.“  შესაბამისად არჩევნების სამართლებრივ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება ამომრჩეველი , გაიზრდება საარჩოვნო ადმინისტრაციისადმი მიმართულ საჩივართა რაოდნეობა , რაც უზრუნველყოფს არჩევნების გამჭირვალობისა და სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს და შედეგად მივიღებთ ამომრჩეველთა მხრიდან თავიანთი უფლებების სრულფასოვან დაცვას .

არჩევნების II ტური

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შეჯამების შემდეგ 6 ოლქში დაინიშნა არჩევნების მეორე ტური:

1.ყაზბეგი

2.ხაშური

3.ბორჯომი

4.ქუთაისი

5.ოზურგეთი

6.მარტვილი

მეორე ტურის თარიღად განისაზღვრა 12 ნოემბერი.  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ამ ყოველივეს არჩევნების მეორე ტურში მოჰყვა ამომრჩეველთა გაურკვევლობა რის შედეგადაც მივიღეთ ის , რომ ამომრჩეველმა სრულფასოვნად  ვერ განახორციელა  კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება .

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა იყო მცირე რაოდენობით ხარვეზები, კერძოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,  ამომრჩევლის დაშინების და ამომრჩევლებზე ზეგავლენის ერთეული შემთხვევები. განსაკუთრებით დაძაბული წინასაარჩევნო გარემო იყო ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში. აქ წინასაარჩევნო პერიოდი აქციების და ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა.

ცესკოს ადმინისტრაციამ საკმაოდ მაღალ დონეზე იმუშავა და მეორე ტურის არჩევნებს სათანადოდ  მომზადებული შეხვდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების წინა დღეებში  გაიწვია თავისი წევრები საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, რასაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო კომისიების გამართულ მუშაობაზე, რაზეც ცესკოს ადმინისტრაციამ დროული და საჭირო რეაგირება მოახდინა წევრების როტაციის გზით. უმჯობესია ამ მიმართულებით კანონდებლობა გადაიხედოს და დაიხვეწოს. ეფექტური სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად ცესკომ  არსებული  სადამკვირვებლო  ორგანიზაციებს აკრედიტაციები  გაუხანგძლივა და  დამატებითი დამკვირვებლების დანიშვნის საშუალებაც მისცა.

აღსანიშვანია, რომ მეორე ტურში მედია საშუალებები სხვადასხვა თოქ-შოუებში აღარ იწვევდნენ კანდიდატებს. ცენტრალური ტელევიზიები მხოლოდ  ორი საარჩევნო სუბიექტის ,,პატრიოტთა ალიანსის” და ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურ რეკლამირებას ახდენდნენ. სამწუხაროდ ჩვენი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი სუბიექტებისთვის საარჩევნო დროის გამოყოფას, არჩევნების შედეგად ოზურგეთში მერად არჩეულ იქნა დამოუკიდებელი კანდიდატი და ასევე აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში მეორე ადგილას გავიდა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია რეიტინგული დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის საეთერო დროის გამოყოფა რაც გამოიწვევს რეიტინგული დამოუკიდებელი კანდიდატების სიმრავლეს .

ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.8-ე პუნქტის  მიხედვით  მონაწილე სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების იმ უფლებას, რომლის მიხედვით მათ დისკრიმინაციის გარეშე შეუძლიათ ეცადონ,  ინდივიდუალურად,  პოლიტიკური  პარტიების  ან  ორგანიზაციების  წარმომადგენლების სახით, პოლიტიკური ან საჯარო თანამდებობის დაკავება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების  (CM/Rec(2007)15)  II4-ე  პუნქტის  მიხედვით  წევრ  სახელმწიფოებს  შეუძლიათ განიხილონ  საკუთარ  საკანონმდებლო  ბაზაში  ისეთი  დებულებების  შეტანის  მიზანშეწონილობა,  რომელთა მიხედვით საზოგადოებრივმა მედია საშუალებებმა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა უფასო საეთერო დრო გამოუყონ პოლიტიკურ პარტიებს/კანდიდატებს. როდესაც ამგვარი უფასო საეთერო  დროის  და/ან  მსგავსი  პრივილეგიების  გამოყოფა  ხდება,  ეს  სამართლიანად  და არადისკრიმინაციულად უნდა მოხდეს…“

 რეკომენდაცია:  უმჯობესია გადაიხედოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით, შევიდეს შეწსორება, ისე რომ დამოუკიდებელ რეიტინგულ კანდიდატს მიეცეს საეთერო დროის გამოყენების საშუალება.

  1. კანდიდატი რომელიც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად და მას ექნება საკმაო მხარდაჭერა მას გამოეყოს უფასო საეთერო დრო, მხარდაჭერა განისაზღვროს ხელმოწერების რაოდენობის მიხედვით. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით კანდიდატი ვალდებული წარადგინოს იმ ამომრჩეველთა 1% პროცენტი სადაც კენჭს იყრის. თუ ეს კანდიდატი წარადგენს 5% და მეტ ხელმოწერას მას გამოეყოს უფასო საეთერო დრო.
  2. მეორე ტურში გასულ კანდიდატებს აუცილებლად უნდა ქონდეს უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლება.

არჩევნების პირველ ტურში შეინიშნებოდა რეგისტრატორების სამაგიდო სიებიდან   ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების და სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გარკვეული ინფორმაციის ამოწერა, რამაც დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. ეს საკითხი დაისვა თავისუფალი  და  სამართლიანი  არჩევნებისთვის უწყებათაშორისი  კომისიის სხდომაზე და კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც ყველა არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან ინფორმაციის ამოწერაზე თავის შეკავება ურჩია.

მეორე ტურში  შეინიშნებოდა, რომ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები მაინც ფიქსირდებოდა, კერძოდ  ოზურგეთის N 59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებელი ზედმეტ აქტიურობას იჩენდა ამომრჩეველთა სამაგიდო სიებთან მიმართებით და მსგავსი მეთოდით აფერხებდა რეგისტრატორთა მუშაობას, საგულისხმოა, რომ ეს დამკვირვებელი იმ ორგანიზაციიდან აღმოჩნდა, რომელიც პირველ ტურში ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას მიუთითებდა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე.  მომხდართან დაკავშირებით  დაწერილია საჩივარი.

დადებითად უნდა შეფასდეს როგორც თავისუფალი  და  სამართლიანი  არჩევნებისთვის უწყებათაშორისი  კომისიის, ასევე აუდიტის სამსახურის მუშაობაც. აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა საკონსულტაციო საბჭოსთან გააგრძელოს მუშაობა  და მსჯელობა კანომდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით.

საარჩევნო პეროიდში საარჩევნო დარღვევებზე შესაბამისი  სტრუქტურები აქტიურად ერთვებოდნენ. პროკურატურამ წინასაარჩევნო დარღვევებზე სულ 47 საქმეზე დაიწყო მოკვლევა, აქედან ქვემო ქართლის რეგიონში − 7 საქმეზე, შიდა ქართლში − 3 საქმეზე, დასავლეთ საქართველოში − 4 საქმეზე, აჭარაში − 5 საქმეზე, სამეგრელოში − 2 საქმეზე, თბილისში − 21 საქმეზე, კახეთში − 1 საქმეზე, სამცხე-ჯავახეთში − 4 საქმეზე. 9 საქმეზე გამოძიება მტკიცებულების არარსებობის გამო შეწყდა, 3 საქმეზე კი მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ.

არჩევნების პერიოდში მეტად მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

2012 წელს მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის ,,ნაციონალური მოძრაობის” შემოწირულობამ შეადგინა 9 773 936,38 ლარი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ,,ქართული ოცნების” შემოწირულობამ კი შეადგინა 1 110 286,1.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შემოწირულობამ შეადგინა 6 578 822 ლარი. აქედან საარჩევნო ბლოკ ,,ქართული ოცნება” -ზე მოდის –5,266,701ლარი.

2017 წელს კი ამ თანხამ მარტო 6 სუბიექტზე 15 096 903 ლარი შეადგინა, აქედან 13,814,532 ქართულ ოცნებაზე მოდის.

დაფინანსების ანალიზიდან გამომდინარე კეთდება დასკვნა, რომ შემოწირულობების უმეტესი ნაწილი  ძირითადად სახელისუფლებო პარტიაზე მოდის. იკვეთება ტენდენცია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებიც ძირითადად სახელისუფლებო პარტიას აფინანსებენ.

საკანონმდებლო სირთულეების გამო ფიზიკური პირები თავს არიდებენ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობის გაკეთებას, ჯერ კიდევ არ არის გადახდილი ის ჯარიმები რომლებიც სასამართლომ დააკისრა გასულ წლებში ფიზიკურ პირებს.

მაგ: კონსტანტინე მორგოშია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დაჯარიმდა 183 200 ლარით და  დავით ბუჩუკური ,,სახელმწიფო ხალხისთვის” დაჯარიმდა 120 000 ლარით რომელიც კიდევ არაა გადახდილი.

ჩვენი ორგანიზაციციები  არიან წევრები აუდიტის სამსახურის საკონსულტაციო საბჭოსი და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაცია შემოწირულობებზე.

ივლისი-ოქტომბრის პერიოდის შემომწირველებიდან სულ შესწავლილია 640 ფიზიკური პირი. სექტემბერში დაბარებული 31-დან გამოკითხულია 17.

20.09-20.10 პერიოდის სიებიდან დასაბარებელია 5 სხვადასხვა სუბიექტის 22 შემომწირველი.

ჯამში საეჭვო შემოწირულება 210 000 ლარი.

აუდიტის სამსახური შემომწირველ პირებს ავლენს ბოლო 3 წლის შემოსავლების მიხედვით. ამ მიმართულებით  საჭიროა  საკანონდებლო რეგულაციები .

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და შემდგომში არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, უნდა შეუწყდეთ ბიუჯეტიდან დაფინანსება.

პრაქტიკიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ არსებობენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მართალია რეგისტრირდებიან საარჩევნო სუბიექტებად, მაგრამ წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქტივობებს არ ახორციელებენ, თავიანთ კუთვნილ უფასო საეთერო და სარეკლამო დროს უთმობენ სხვა პარტიებს.

რეკომენდაცია:  პარტიებს, რომლებსაც აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შეუწყდეთ დაფინანსება, რადგან დაფინანსება სწორედ მათ პარტიული აქტოვობებისთვის და განვითარებისთვის გამოეყოფათ. პოლიტიკური პარტიის ფუნქცია სხვა რაა თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და ამით მისი რეიტინგის განსაზღვრა.

კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ერთჯერადად ფინანსდებიან არჩევნების დღეს. მათი დაფინანსების ანალიზმა გამოკვეთა ტენდენცია, რომ ზოგიერთი დაფინანსებული პარტია, რომლებიც თითქმის ყველა უბანზე გასცემენ წარმომადგენლების ხელფასს, ვერ იღებენ წარმომადგენელთა რაოდენობის ადექვატურ ხმათა რაოდენობას.ასევე აღმოჩნდა, რომ პარტიები, რომლებსაც ოლქში არ ჰყავდათ მაჟორიტარობის კანდიდატი, მაინც ნიშნავდნენ დაფინანსებულ წარმომადგენლებს, შესაბამისად ჩნდება ლოგიკური ეჭვი  პოლიტიკურ პარტიებს შორის კორუფციული გარიგების შესახებ.

გადასახედია პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესი, მხარდამჭერთა სიების წარდგენის წესი და  დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაციის ვადები, რადგან დამოუკიდებელი კანდიდატები სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არიან.

ამ საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად ჩვენი ორგანიზაციები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს.

არჩევნების დღე

არჩევნების დღის პროცესები ძირითადად შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე სადაც ვახორციელებდით მონიტორინგს გამოვლინდა  პროცედურული დარღვევები, რომლებიც ჩვენი შენიშვნების შედეგად აღმოიფხვრა. უბნები დროულად და შეუფერხებლად გაიხსნა. უბნებთან ნაკლებად შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების მობილიზაცია, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლი ხორციელდებოდა.

შედარებით დაძაბული ვითარებით გამოირჩეოდა ოზურგეთის N59 საარჩევნო უბანი, სადაც მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ პოლიტიკური პარტიების კორდინატორები და წარმომადგენლები. ეს დაძაბულობა ხმების შეჯამების შემდეგაც გაგრძელდა, რის შედეგადაც საარჩევნო კომისიის წევრებს გაუხანგრძლივდათ ხმათა შედეგების შეჯამების პროცესი,  და ამ საარჩევნო უბნის შედეგები ყველაზე გვიან შეჯამდა. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ  უბანზე შედიოდნენ არაუფლებამოსილი პირები და ზეწოლას ახდენდნენ კომისიის წევრებზე.

დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ასევე ხაშურში, სადაც ერთმანეთს ხმების დათვლის შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ჩვენ ვახორციელებთ ამ პროცესის მონიტორინგს.

 

  • ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები” თავმჯდომარე გია გარსევანიშვილი
  • ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის” თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი
  • ,,მწვანე დედამიწა” დირექტორი ნუგზარ მელაძე                                                                      
  • ,,ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ლაზარე” თავმჯდომარე იაგო ბიგვავა
  • „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია” თავმჯდომარე თეიმურაზ თუმანიშვილი