ადვოკატი: სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა.

ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.