შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო

პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

მათივე ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაურკვეველი სითხის დაქცევის გამო პარლამენტის სხდომაზე ამ დრომდე შესვენებაა გამოცხადებული. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. მომწავლელი სითხის დაქცევაში მმრათველმა გუნდმა “ევროპული საქართველოს” წევრები დაადანაშაულეს, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ოპოზიცია.