გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდება

დღეს საქართველოს უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვია. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.