სააკაშვილი: რუსი ოლიგარქი დამარცხდება და მის დესანტს მოუწევს კრემლისთვის “ჩუნგა-ჩანგა”-ს სიმღერა…

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს.

აქციის ოგანიზატორი პარტია ‘’ჩვენი სამშობლო“ იყო.

zzz

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ “ფაშისტი” ნაცმოძრაობის წევრები არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ.

“ცოცხებს უკეთებდით ადამიანებს და კლავდით, სისხლისმსმელებო”,-  ამ შეძახილით მოუკიდეს აქტივისტებმა ცეცხლი ფიტულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სკანდირებდნენ –  “მოღალატეებო”. “ნაცმოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს ხელმღვანელობდა ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი, რომლებსაც ისინი „პუტინის მონებს“ ეძახდნენ.

ww

აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაციას  საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

   აქციას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

    “აი, ასეთი ხელმოცარული ზონდერებით ცდილობს ივანიშვილის მთავრობა, დაჩრდილოს აშკარა უპირატესობა აჭარაში.
როგორც ჩანს, კარგად უსწავლიათ მეთოდიკა აბაშიძისგან, თუმცა, ის კი დავიწყებიათ, როგორ დამთავრდა მისი ქმედებები.
საქართველომ უკან მოიტოვა მსგავსი მეთოდებით ბრძოლა.
ჯერ, ვარშალომიძეზე საქმის აღძვრა გაჭირვებული მოსახლეობისთვის სახლების აშენების სურვილის გამო; შემდეგ, ხმის ამოღებისთვის ჩემი დაჯარიმების ინიციატივა და ახლა, ამას ემატება პირდაპირი თავდასხმის მცდელობა – ეს ყველაფერი ჩემთვის უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რუსმა ოლიგარქმა იცის – მას არჩევნები უკვე წაგებული აქვს.
ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადარჩენისა და წინსვლისთვის მალე გადავა ახალ, ბევრად უფრო მძლავრ და საინტერესო ეტაპზე. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ოქტომბერში ეს მარაზმი აუცილებლად დასრულდება, ჩვენს ხალხს ვეღარ მოატყუებენ. რუსი ოლიგარქი დამარცხდება და მის დესანტს კი, ნამდვილად მოუწევს კრემლისთვის “ჩუნგა-ჩანგა”-ს სიმღერა, რადგან ჩვენს სამშობლოში მათ ბოროტ ტაკიმასხრობას გასავალი აღარ ექნება”-წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სოციალურ ქსელ ფესიბუქში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმალება ჟურნალისტების უკან გია კორკოტაშვილი, იგივე კორკოტა აქციაზე ატეხილი ჩხუბის დროს.

1470311617547563-300x225 1470311627638867-300x200

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება