უსახლკარო კაცმა პარიზის აეროპორტში 300 000 ევრო მოიპარა

უსახლკარო კაცმა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან 300 000 ევრო მოიპარა. ამის შესახებ Parisien-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომ კაცი ჯერ ნაგვის ყუთში იქექებოდოდა კომპანია Loomis-ის ოფისთან. შემდეგ კი მან შენიშნა, რომ ოფისის კარი ღია იყო დატოვებული, შიგნით შევიდა და რამდენიმე წუთში 2 დიდი კონვერტით გამოვიდა, რომლებიც ფულით იყო სავსე.

კაცმა შენობიდან გასვლა და მიმალვა თავისუფლად მოახერხა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.