არგენტინაში ფეხბურთელებს პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა

არგენტინის ჩემპიონატში, “დეფენსორეს დე არმსტრონგისა” და “სპორტივო დე ლას პარეჰას” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს რეზინის ტყვიები ესროლეს. ამის შესახებ ადგულობრივი მედია წერს.

აღნიშნული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. მთავარი არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებებით უკმაყოფილო სტუმარმა ფეხბურთელებმა, მატჩის შემდგომ არბიტრს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსთხოვეს.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, სიტუაციის “განმუხტვა” სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს. კოშმარული ინციდენტის შედეგად, სტუმართა გუნდის სამმა ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ გულშემატკივრებიც.