რა ხდება შილდაში! – ფერაძემ განათლების სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და ახლა პასუხს მოითხოვს

დაახლოებით ერთი თვის წინ სააგენტოს შილდას საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი დაუკავშირდა და დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციასა და სკოლაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. ეს ის პედაგოგია, რომელსაც დირექტორმა მუსიკის საათები ჩამოართვა და მატემატიკის მასწავლებელს გადასცა.

იხ.

https://www.gmtv.ge/33081-2/

სააგენტოზე გამოქვეყნებულ წერილს პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად იყო განაწყენებული პედაგოგებისთვის მოეხმინა.

იხ.

https://www.gmtv.ge/33362-2/

როგორც აღმოჩნდა, პედაგოგებმა პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს ოფიციალურადაც მიმართეს და ფერაძემ რეაგირება მოახდინა. მან საგანგებო განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის  რესურს ცენტრს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის დავით ელიზბარაშვილის სახელობის

პირველი  საჯარო    სკოლის  დირექციას და ახლა უკვე მათგად შესაბამის რეაგირებას უმოკლეს დროში ელის. ისე კი, დავით ფერაძემ ორივე მხარეს კონსესუსისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

 ყვარლის მუნიციპალიტეტის  რესურს ცენტრს

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის დავით ელიზბარაშვილის სახელობის პირველი  საჯარო    სკოლის  დირექციას

                                       (განმცხადებელი:—–დავით  ფერაძე –  

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

                                                                              ტელ/მობ ——–555270538———–)

:MES1118

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს მიმართა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის დავით ელიზბარაშვილის სახელობის პირველი  საჯარო სკოლის  მუსიკის პედაგოგმა ქ-ნ ქეთევან რუხაძემ. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სკოლაში კანონმდებლობის დარღვევით, არასწორად ყოფილა განაწილებული მუსიკის საგნის საათები და ასევე კანონდარღვევით, კონკურსის გამოცხადების შედეგად შერჩეულა ისეთი პედაგოგი, რომელიც არ არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედ სქემაში, ხოლო შიგა კონკურსი საერთოდ არ ჩატარებულა; რუხაძე საუბრობს ასევე იმაზე, რომ ახალი მასწავლებლის შერჩევისას ადგილი ჰქონდა ტენდენციურობას და ნეპოტისტურ ნიშნებს.

ასეთი დავების შემთხვევაში, მოკვლევის დაწყებამდე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი  მხარეებს ყოველთვის ურჩევს მიაღწიონ კონსესუნსსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ამავდროულად, ხელმძღვანელ პირებს, გთხოვთ, უმოკლეს დროში უზრუნველყოთ კანონმდებლობის სრული დაცვით მოახერხოთ პრობლემის მოგვარება და მაქსიმალურად ეცადოთ სამართლიანობის აღდგენას.

მზადყოფნის შემთხვევაში, მზად ვართ ვიკისროთ შუამავლის როლი.

დავით ფერაძე

 პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

13.12.17 წ.

სკოლის დირექტორს დაპირებული კომენტარი ჩვენთან ამ დრომდე არ გაუკეთებია, ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის შემდგე აღარ შეგვხმიანებია აღარც რესურსცენტრი, იმედს ვიტოვებთ პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს ოფიციალურ განცხადებაზე მაინც იქნება რეაგირება და გავიგებთ მათ პოზიციებს.