6 წელი კარლო საკანდელიძის გარეშე – პატივს მივაგებთ მის ხსოვნას (ფილმი)

29 ოქტომბერი ყველასათვის საყვარელი მსახიობის, კარლო საკანდელიძის გარდაცვალების დღეა. ის 82 წლის ასაკში 2010 წელს გარდაიცვალა. მადლიერმა შთამომავლობამ მსახიობი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანტეონში დაკრძალა.

კარლო საკანდელიძის სახელთან რუსთაველის თეატრის უდიდესი გამარჯვებები გვახსენდება. მან რუსთაველის თეატრში ჭინჭრაქა ითამაშა, —მიხეილ თუმანიშვილის ამავე სახელწოდების გახმაურებულ სპექტაკლში. მერე იყო: რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III… მის მიერ თეატრში ნათამაშები როლების ჩამოთვლაც კი  შორს წაგვიყვანდა. ბედმა კინო როლებშიც გაუღიმა და მან დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა ფილმებში: თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯაში“,  გია დანელიას  „არ იდარდოში“, გიგა ლორთქიფანიძის „დათა თუთაშხიაში“,  ვალერიან კვაჭაძის „ღვინის ქურდებში“…
მას ხან „მიუნჰაუზენს“ ეძახდნენ, უსასრულო ფანტაზიის გამო და ხან „პაპა კარლოს“, ახალგაზრდების მიმართ თავდაუზოგავი სიყვარულის ნიშნად. იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა ყველა და უყვარდა ყველას.

პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და გთავაზობთ ფილმს „ღვინის ქურდები“

https://www.youtube.com/watch?v=PlWOPjtvceI

კომენტარის დატოვება