გულიკო ზუმბაძე ამომრჩევლის წინაშე ერთწლიანი ანგარიშით წარსდგა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ სამაჟორიტარო ტერიტორიაზე – ლილო, ორხევი, აეროპორტის დასახლება, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, პატარა ლილო, ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებს 2015 წლის 1 ნოემბრიდან – 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაცია სამაჟორიტარო ოფისში, ორხევის დასახლებაში გაიმართა.

საკრებულოს წევრმა დეტალურად ისაუბრა საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის მუნიციპალიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომებზე განხილულ საკითხებზე. კერძოდ, კომისის მიერ და სხვა და სხვა უწებებთან გაფორმებულ მემორანდუმებზე და კომისიის ძალისხმევით მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

გულიკო ზუმბაძემ დეტალურად ისაუბრა მოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვაზე და მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია

მოქალაქეთა თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, კომისიის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ღონისძიებებზე.

ანგარიშში ასევე ცალკე ადგილი დაეთმო ინფორმაციას საკრებულოს წევრის სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის შესახებ და თანამშრომლობას სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებასთან და გამგეობებთან.

ანგარიშის წარდგენისას მაჟორიტარმა ასევე ისაუბრა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებსა და კომისიის ძალისხმევით ჩატარებულ ღონისძიებებზე.

ვრცელ ანგარიშში ცალკე ადგილი დაეთმო დეპუტატის თანამშრომლობას საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილობასა და სხვა.

ანგარიშის წარდგენისას დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობას საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სამოქმედო გეგმა პუნქტობრივად გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებს გულიკო ზუმბაძემ შუალედური ანგარიშის სახით გამოცემული „საანგარიშო უწყება“ დაურიგა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები და ანგარიშის წარდგენა დასახლებების მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება