კუხიანიძის სხდომაზე დასწრების გამო საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებმა იჩხუბეს

მარიამ ახალკაცი

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, რომ სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს. ჩხუბის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

“მე მეუბნებიან, რომ გარემოს დაცვის კომისიაზე სახელმწიფოს მტერი რომ არის იმ კაცთან ერთად უნდა ვისაუბროთო, პეპლებზე და ხეების გადარგვაზეო. ეს კაცი თბილად გადაადგილდება და მოდის აქ”, — თქვა ხაბეიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ.

მანამდე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.