სტამბოლში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს. წინასწარი მონაცემებით ორივეს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

„გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას“, – განაცხადეს უწყებაში.