კალაძე: ფოტო, სადაც ლურჯად განათებული ნაძვის ხე ჩანს ფოტოშოპია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე ლურჯად განათდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტო, სადაც ლურჯად განათებული ნაძვის ხე ჩანს ფოტოშოპია.

-ლურჯად ნაძვის ხე ნამდვილად არავის გაუნათებია. რაც შეეხება სლოგანს, ეს არის სწრაფვა, რომ ჩვენი დედაქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი, ჩვენ ამას აუციელბლად შევძლებთ და ამ მიამრთულებით ყველა უნდა გავერთიანდეთ” – განაცხადა კალაძემ.