Twitter-ის კვალდაკავალ…და შემდეგი?!.

ერმილე ნემსაძე

Twitter-ის კვალდაკავალ...

რუსეთში შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეო პორტალი Youtube დაიბლოკოს. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “Роскомнадзор” გააფრთხილა საიტის ადმინისტრაცია. მიზეზი კი როგორც Twitter-ის შემთხვევაში, ექაუნთი «Открытая Россия» არის.

«Открытая Россия» არის რუსი ბიზნესმენის, მიხეილ ხოდორკოვსკის პოლიტიკური ორგანიზაცია. რომელის ოფისიც განთავსებულია ინგლისში. ექაუნთზე განთავსებულია მასალა რომელიც მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ცენზურა კიბერ სივრცეში დასჯადია. “Роскомнадзор”-ის განცხადებით აღნიშნული მოწოდება მიიჩნევა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობდ და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

ჯერ ჯერობით «Открытая Россия» -ს ექაუნთები ხელმისაწვდომია ორივე პორტალზე.