“ოცნების” წევრები უკვე ერთად ვეღარ “ძოვენ”, არც ეს ფრაქციებად დაშლაა შემთხვევითი…”

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს,  საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება.  ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და მისი განმარტებით დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება. დეპუტატის მტკიცებით, ფრაქციების გადაჯგუფება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს არ უკავშირდება.

უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ახალი გადაწყვეტილების გაჟღერება საკმაოდ მოულოდნელი იყო.

-საზოგადოებისთვის გუშინ მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ უმრავლესობის შიგნით რამოდენიმე ფრაქცია იქმნება. ეს ისე მოუმოდნელად გააჟღერეს, რომ ამის პოლიტიკური წინაპირობა არაფერი ყოფილა, არც წინასწარი კონსულტაციები, უბრალოდ ადგნენ, კიდევ ერთხელ იჩხუბეს ალბათ და ბოლოს გადაწყვიტეს ფრაქციებად დაშლა. ეს გასაკვირიც აღარაა საზოგადოებისათვის, ასე მოულოდნელად ერთ დღეს ,,ცუდ ხასიათზე გაღვიძებით” მივიღეთ სტრუქტურული ცვლილებები, თანაც ისე, რომ გააზრებულიც არ ქონდათ რას აკეთებდნენ, ბოლოს ოპტიმიზაციას დააბრალეს და ჯამში 6 თანამშრომლის ხელფასი დაიზოგა.

არც ეს ფრაქციებად დაშლაა შემთხვევითი, საქართველოში ამ ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ყველა პოლიტიკური ცვლილება რაღაცას უკავშირდება პოლიტიკის გარდა, მდინარაძე აცხადებს,  რომ  — “კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისთვის ვფიქრობთ, რომ იქნება ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი- კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი 86 კაციანი და პატარა 6 კაციანი ფრაქციები საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა იქნება ერთი მთავარი ფრაქცია “ქართული ოცნება” და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია”. თანაც ეს ყველაფერი პრემიერთან შეთანხმებილი არაა. ამის ახლა თავად თუ ჯერათ მეც დავიჯერებ მაშინ, უბრალოდ ფაქტი ერთია, გაჩეჩილაძეების მეგობრებისგან ერთი ფრაქცია იქმნება და მეორე ფრაქცია ტარიელ ხეჩიკაშვილის მეგობრებისგან. ოცნებაში იქმნება ერთმანეთთან დაპირისპირებული ფრაქციები და პარალელურად პრემიერის ოპოზოცია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფაქტია ,,ქართული ოცნების”  წევრები უკვე ერთად ვეღარ ძოვენ, მიდის მზადება 2020 წლისთვის, ყველა ცდილობს საკუთარი ძალა შექმნას და 2020 წლისთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. რაც ხდება ეს ,,ქართული ოცნების” დასასრულია. სამართლიანობის აღდგენის, უკეთესი მომავლის დაპირებით მოსული ხელისუფლება კორუფციის მორევში ისე გადაეშვა, რომ უკან დასახევი გზაც არ დაიტოვეს.